დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
რა შეუთვალა ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ ნაციონალების კანდიდატს დიცსა და არბოში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/15 11:31:01

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს იმ დარღვევათა ჩამონათვალს, რაც ამ დროისთვის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დააფიქსირეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.


·  წალკის 34- უბანზე "ქართული ოცნების" კანდიდატი უბანზე ეწეოდა აგიტაციას.


· ზუგდიდის რაიონის 91- უბნის (ანაკლია) ჩაშლას ასევე აპირებენ გარდაცვლილის, აბულაძის ნათესავები.


· ზუგდიდის რაიონის 32- უბანი (ანაკლია) ჩაიშალა ერთ-ერთი გარდაცვლილის, აბულაძის ნათესავების მივარდნის გამო.


·  ბოლნისის 48- უბანზე (ტალავერის თემი) ენმ წარმომადგენელს მაჟორიტარობის კანდიდატის ძმამ, აბას აბასოვმა ჩამოაგლიჯა სამკერდე ნიშანი. საუბნო კომისიის თავმჯდომარე ენმ წარმომადგენელს აღარ უშვებდა უბანზე იმ მოტივით, რომ აღარ ჰქონდა სამკერდე ნიშანი.


·  დიცსა (38- უბანი) და არბოში (39- უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა ჩვენს კანდიდატს, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა


·  გამთენიის 5 საათზე მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეში (მე-16 საარჩევნო უბანი) შეიარაღებული პირები დაადგნენ დაცვის პოლიციას და უბნიდან საარჩვენო ბიულეტენები გაიტაცეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია