დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გია თევდორაძე: „ქუთაისელების გონიერება გაიმარჯვებს ოცნებებზე...“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/15 10:26:59

ქუთაისის, გამსახურდიას 1 შეს. №8-ში, სკოლა „მერმისის“ შენობაში განთავსებულ №60 საარჩევნო უბანზე ამ წუთებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, გია თევდორაძემ. იგი უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. თევდორაძის თქმით, მან, უძრაობისა და ქალაქის ერთ წერტილში გაყინვის ნაცვლად, ხმა გამარჯვებას, განვითარებას და ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად დარჩენას მისცა.

 

 

„იმედი მაქვს, რომ ქუთაისელთა გონიერება გაიმარჯვებს ოცნებებზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქალაქის განვითარებას, ვინაიდან ამომრჩევლები დღეს უკეთესად ხედავენ და ადეკვატურად აფასებენ არსებულ სიტუაციას, ვიდრე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე,“ - აღნიშნა თევდრაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ქუთაისში არჩევნების მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2318
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია