დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დეპუტატობის კანდიდატს საარჩევნო უბანი დაატოვებინეს
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/06/15 10:04:20

ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატი „ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციიდან“ ვახტანგ გაბუნია ჯავახიშვილის №21-ში, №41 საჯარო სკოლაში განთავსებულ №47 საარჩევნო უბანზე შეიჭრა და საუბარი გაუბა საარჩევნო კომისიის საკუთარ წარმომადგენლებს.


დამკვირვებლებმა მას შენივშნა მისცეს, რაზეც კანდიდატმა აგრესიით უპასუხა და მიუთითა, რომ წაეკითხათ კანონები. დამკვირვებლებმა მიუგეს, რომ მათ კანონები კარგად იციან და აგრესიულად განწყობილ ვახტანგ გაბუნიას უბანი დაატოვებინეს.


 

„პირველივე შენიშვნაზე მან დატოვა საარჩევნო უბანი და, შესაბამისად, არ დავწერეთ ოქმი. თუკი ასეთი განმეორდება, შესაბამის ზომებს მივიღებთ, “ - განაცხადა უბნის კომისიის თავმჯდომარემ აზა კბილაშვილმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2437
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია