დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2014
თერჯოლაში ამომრჩევლებს შორის დაპირისპირება მოხდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/15 09:46:54

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირის №17 საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლებს შორის დაპირიპირება მოხდა.

როგორც საარჩევნო ბლოკ „ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები პარტიის ლოგოს გამომსახველი მაისურებით მივიდნენ. მათ მითითებაზე, რომ არ შეიძლებოდა უბნის სიახლოვეს სააგიტაციო მაისურებით მისვლა, „ოცნების“ აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს სხვა პარტიების წარმომადგენლებს. მოგვიანებით „ოცნების“ წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 33 საარჩევნო უბანია და 34 500 ამომრჩეველი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2328
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია