დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ახალი დევნისა და გენოციდის საფრთხის წინაშე დგანან?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/15 00:25:03

 

 უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე ხელისუფლებას მიმართავს გააძლიეროს ძალისხმევა,  რათა არ იქნებას დაშვებული აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი მაცხოვრებლების განმეორებით  დევნა და  გენოციდის გაგრძელდება.

 

 

როგორც განცახდებაშია აღნიშნული: „ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებით საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება აფხაზეთში მიმდინრე პროცესებთან დაკავშირებით. არ გვსურს ამ თემის აჟიტირება, თუმცა ვითარება აშაკარად ვითარების გართულების მიმართულებით იცვლება. სამწუხაროდ, ბოლო დროს აფხაზეთში განვითარებული პროცესების, მათ შორის,  დე–ფაქტო პრეზიდენტის,  ანქვაბის გადადგომის და ხაჯინბას გააქტიურების ფონზე, აშკარა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა აფხაზეთში მაცხოვრებელი ეთნიკურად ქართველების უსაფრთხოება და უფლებები.

 

აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ლოგიკურად ნეგატიურად ვითარდება. სავარაუდოდ, შემდგომი ნაბიჯები იქნება ქართველი ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის პოლიტიკური უფლებების ჩამორთმევა და ქონებრივი უფლებების გადახედვა. რეალური საფრთხე არსებობს იმისა, რომ განხორციელდეს ქართველების დარჩენილი ათეული ათასობით მაცხოვრებლების გენოციდი და დეპორტირება.

 

ასევე შეიმჩნევა გარეშე ძალების მხრიდან ამ პროცესების მართვის მცდელობა. ამ პროცესების ფონზე საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას იმ მოქმედებების და აქტოვობების თაობაზე, რომელიც ეხება აფხაზეთში  ეთნიკურად ქართველი მაცხოვრებლების უფლებების წარმოდგენას და დაცვას, მათ შორის – დაცვას საერთაშორისო დონეზე.

 

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გააძლიეროს ძალისხმევა და აქტივობა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, რათა უზრუნველყოფილი იქნას აფხაზეთში მცხოვრები ქართველების უფლებები. და უზრუნველყონ მიმდინარე პროცესებში  საერთაშოროსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობა.

 

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, საზოგადოებას მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია გაწეული სამუშაოების თაობაზე.–აღნიშნულია უფლებადამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერის, გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

 

 “

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2348
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია