საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -2014
MDF მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, ჟურნალისტებს ნორმალური მუშაობის საშუალება მისცენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/15 00:09:02

 

მედიის განვითარების ფონდმა სპეციალური განცხადება გააკეთა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ჟურნალისტ მერაბ როდონაიასა და "ოცნების" მერობის კანდიდატის შტაბის წევრებს შორის მოხდა. გთავაზობთ განცხადებას სრულად.

 


მედიის განვითარების ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს 13 ივნისს ზუგდუდში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის გამო.  


შტაბის წევრებმა tspress-ის ჟურნალისტს მერაბ როდონაიას, რომელიც საარჩევნო ოფისში კანდიდატთან საარჩევნო პროგრამაზე გასაუბრების მიზნით მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, კამერაზე ხელი უკრეს და სახეში წყალი შეასხეს.


ვთვლით, რომ მოცემული შემთხვევა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას  წარმოადგენს. მივმართავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას შეისწავლოს აღნიშნული საკითხი.


იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ ვითარებაში წარიმართოს, მოვუწოდებთ როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე სხვა საარჩევნო სუბიექტებს და მათი საარჩევნო შტაბის წევრებს ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება მისცენ, უარი თქვან კომუნიკაციის შეურაცხმყოფელ ფორმებზე და პატივი სცენ ამომრჩევლის უფლებას, იყოს ინფორმირებული.

 

Web: www.mdfgeorgia.ge

 

        www. gendermediator.ge


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია