დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში შშმ პირთა აქცია-მარში მოეწყო
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/06/13 22:19:00

14 ივნისი საქართველოში შშმ პირთა დღეა.  თუმცა, რადგან მიმდინარე წელს 15 ივნისი საარჩევნოა დღეა, ამიტომ ,,საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებულმა კავშირმა“ გადაწყვიტა, 13 ივნისს გაემართა შესაბამისი ღონისძიება.

 

ზემოთ ნახსენებმა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი გოგატიშვილმა, აღნიშნა: ,,დღეს რამდენიმე აქტივობა განხორციელდა. ჩატარდა ინტეგრირებული ტურნირი ნარდში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საზოგადოების წარმომადგენლებმა და მესამე ადგილის მფლობელი შშმ პირი პაატა ნეფარიძე გახდა (პ. ნეფარიძე აფხაზეთის ომის მონაწილე და ვეტერანია); ნაჩვენები იყო ამერიკული ფილმი ,,განვლე ეს გზა“ და ასევე, მოეწყო ეტლით მოსარგებლე მხატვრის, დავით ტოროშელიძის, პერსონალური გამოფენა. სამწუხაროდ, სტუმრებმა, რომლებსაც დედაქალაქიდან ველოდით, ჩამოსვლა ვერ მოახერხეს;

 

ხვალ დაახლოებით ანალოგიური ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავალთ.“ აქციაზე მივიდნენ საქართველოს ყრუთა კავშირის საჩხერის ფილიალის, წითელი ჯვრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები.

 

საჩხერის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ანა შუკაკიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია დასრულდა ვახშმით, რომელიც საჩხერის გამგეობამ დააფინანსა. დღეს მოსწავლეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს შშმ პირებს, შეაგროვეს თანხა (გამოხატული სამნიშნა ციფრით) და ერთ-ერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელსაც ახლახან 18 წელი შეუსრულდა, გადასცეს საჩუქრად.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2768
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია