დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზება საგამოცდო სიებს მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/13 16:49:49

გუშინ ქუთაისში, #1 საჯარო სკოლოს მოსწავლის, ნოდარ იაშვილის, მშობლის გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით გამოცდების ეროვნული ცენტრი კომენტარს აკეთებს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის პიარმენეჯერმა, მაია გაბუნიამ PSNEWS.GE-სთან საუბარში განაცხადა, ის ბავშვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, საატესტატო გამოცდების ერთიან სიაში ვერ მოხვდნენ, საატესტატო გამოცდას შემოდგომაზე ჩააბარენენ.


„რამდენადაც ვისი, არსებული პრობლემა უკვე ამოწურულია. ჩვენ გუშინ ვესაუბრეთ იმ ბავშვების მშობლებს, რომელთაც მსგავსი პრობლემა შეექმნათ და ავუხსენით, რომ ბავშვების დამატება ერთიან სიაში ვერ მოხერხდებოდა, რადგან შესაძლოა, ამ პროცესმა რისკები შექმნას და მთელ პროცესს შეუქმნას საფრთხე. გამოსავალი, რომელიც მაია მიმინოშვილმა მათ შესთავაზა, არის სამართლიანი, მათთვის გამოცდა შემოდგომაზე დაინიშნება და ერთი წლის დაკარგვა და 8 გამოცდის ჩაბარება არ მოუწევთ. ეს გამონაკლისიც იმიტომ დავუშვით, რომ პრობლემა სკოლის მიერ დაიშვა და ბავშვები არაფერ შუაში არ არიან.

 

თუმცა მშობლებიც და ბავშვებიც ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მათ წინასწარ  ხელი უნდა მოეწერათ და ბარათი მიეღოთ. ეს რომ არ მოხდა, ამით უნდა დაინტერესებულიყვნენ. ვინაიდან, ეს ბავშვები ექსტერნები იყვნენ, ალბათ, ამიტომ  დაავიწყდათ დირექტორებს მათი სიაში შეყვანა და რაიმე მიზანმიმართულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

რაც შეეხება დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენს ცენტრს არანაირი უფლება და არც მიზანი არ აქვს, ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს“-განაცხადა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის პიარმენეჯერმა მაია გაბუნიამ.


შეგახსენებთ, რომ ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის ორი მოსწავლე, რომელთაც ექსტერნების გამოცდები ჰქონდათ ჩაბარებული, ეროვნულ გამოცდებზე გასასვლელ მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთიან სიაში ვერ მოხვდნენ. მსგავსი პრობლემა საქართველოში 17 მოსწავლეს შეექმნა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2894
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია