დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის #1 საჯარო სკოლის დირექციის დაუდევრობის გამო 2 მოსწავლე საატესტატო გამოცდების სიაში ვერ მოხვდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/12 17:44:44

ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის, ნოდარ იაშვილის მშობელი, შვილის ერთიან საგამოცდო სიაში ვერ მოხვედრას აპროტესტებს.


ნესტან იაშვილის განცხადებით, მისმა შვილმა მეათე კლასში ექსტერნის 24  გამოცდა ჩააბარა, თუმცა როგორც გუშინ შეიტყვეს ტექნიკური მიზეზების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების გასავლელ მე-11 კლასის საატესტატო გამოცდების ერთიან სიაში ვერ მოხვდა. რის გამოც გამოცდებიდან მოიხსნა.


როგორც იაშვილი აღნიშნავს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნუნუ სიმსივეს მიერ არ მოხდა მე-11 კლასის მოსწავლედ ნოდარ იაშვილის დარეგისტრირება.


საგამოცდო ცენტრმა იაშვილი გუშინ დაარეგისტრირა, თუმცა ერთიან სიაში მოსახვედრად ვადები 6 ივნისს დასრულდა. ამჯერად კი  ელექტრონული სიის გახსნა და მონაცემების ხელით შეყვანაა საჭირო.


ნესტან იაშვილი განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს მაია მიმინოშვილს მიმართავს, რომ დროულად მოხდეს ნოდარ იაშვილის სიაში ჩასმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთი წელი ეკარგება და მომავალში 4 გამოცდის ნაცვლად 8 გამოცდის ჩაბარება მოუხდება.


როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით ერთიან საგამოცდო სიაში 17 ბავშვი ვერ მოხვდა, აქედან ორი  ქუთაისის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა.


 

საატესტატო  გამოცდების მონაწილეთა საგამოცდო ფურცლების დარიგება ხვალ სრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია