საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნუ გაებმებით საკრედიტო მახეებში
2014/06/12 15:53:51

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მომხმარებლებს .. საკრედიტო მახეების შესახებ აფრთხილებს

 

.. საკრედიტო მახეების საკითხთან დაკავშირებით ქადაგიძე საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა სესხის აღებისას არა მხოლოდ კარგად წაიკითხონ ხელშეკრულებები, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათი და სესხის გადაფარვა.

 

 

უკანასკნელი ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. თუ ამას დავუმატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს და სხვა, ვიღებთ სურათს, როცა ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის საკმაოდ მაღალი და კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში ის შეიძლება დიდ საფრთხეებს შეიცავდეს. ისეთი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა არაფერია გასაკვირი  იმაში, რომ ადამიანების ნაწილს ფინანსური პრობლემა შეექმნას. ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ ის მიაკითხავს შესაბამის ინსტიტუტს სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით. პრობლემა და არაეთიკური პოლიტიკა კი არის ზუსტად იმაში, რომ ესა თუ ის საკრედიტო ინსტიტუტი ასეთ ადამიანს სთავაზობს ახალ სესხს ძველი სესხის გადასაფარად. როგორც წესი, ეს არის საკითხის დროებითი მოგვარება და არა ფუნდამენტურად. თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა არის მეორე ფაქტორიც მინდა უშუალოდ მომხმარებლებს ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო, რომ არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხის გადაფარვა, რაც ყველაზე ძვირი პროდუქტებია როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. ამიტომ, როცა ასეთი ძვირადღირებული პროდუქტის მოხმარებას ვირჩევთ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და კარგად დავგეგმოთ საკუთარი ფინანსები. ფუფუნების საგნების კრედიტით შეძენარისკების შემცველია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

მისი თქმით, ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის კლიენტის მოთხოვნილებებზე მაქსიმალურად მისადაგება უნდა მოხდეს.

 

მხოლოდ ის, რომ პრობლემური სესხი გადავფაროთ ახალი სესხით, ან როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, ავიღოთ ერთი ბარათი, მერე მეორე ბარათი, და შემდეგ განვადება გავაკეთოთ, პრობლემას არ ხსნის. ასეთ დროს, რაღაც მომენტში აღმოვაჩენთ, რომ ვალის მომსახურების ტვირთი პროდუქტების ფართო სპექტრზე არის საკმაოდ მაღალი, გვექმნება პრობლემა, მერე მივდივართ ვიღებთ დიდ სესხს, რომ ეს ყველაფერი გადავფაროთ, ამ დიდი სესხის ქვეშ კი უზრუნველყოფაში ვდებთ უკვე უძრავ ქონებას. ამ პროცესს, რომელიც მე აგიღწერეთ, ჰქვიაკლასიკური საკრედიტო მახე". ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ერთი მხრივ, მომხმარებელმა ბოლომდე გაიაზროს ის რისკები, რაც დაკავშირებულია ძვირადღირებულ საკრედიტო პროდუქტებთან და მეორე მხრივ, ბანკებმა ადეკვატურად შეაფასონ და ისინი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ მომხმარებლებს. შესაბამისად, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ - პირველი - მოხდეს ბანკების მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის მაქსიმალურად მისადაგება კლიენტის მოთხოვნილებებზე და მეორე - მოხდეს მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ პროდუქტების, რომლებზეც ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ესმოდეს ყველა საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს ასეთი პროდუქტების მოხმარებისგან", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია