დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი-ნიუპორტის დაძმობილების 25 წელი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/12 11:29:15

ქუთაისისა და ნიუპორტის დაძმობილების 25 წლის აღსანიშნავად ნიუპორტის დელეგაციას დღეს ქუთაისის მერიაში უმასპინძლეს. შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა, ქუთაისის მმშ ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა დაძმობილებულ ქალაქებს შორის განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


ნიუპორტისა და ქუთაისის ასოციაცის თავმჯდომარის სონია ფიშერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ორ ქალაქს შორის ურთიერთობის გაგრძელება.


„ჩვენ ვცდილობთ, გამოცდილება მაქსიმალურად გავუზიაროთ ქუთაისს. ჩვენ ქალაქებს შორის არაერთი პროექტი განხორციელებულა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი გაცვლითი პროგრამა იყო, რომლის ფარგლებშიც 25 ქუთაისელი ახალგაზრდა იმყოფებოდა ნიუპორტში, მომდევნო წელს კი 25 ნიუპორტელი ქუთაისში ჩამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტები მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა სონია ფიშერმა.


ქუთაისის მმშ-ს ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ქუთაისსა და ნიუპორტს შორის მეგობრობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო და კიდევ მრავალ 25 წელს გაგრძელდება.


ქუთაისი და ნიუპორტი 1998 წელს დაძმობილდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია