საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ცხოვრება ტირანთან“ – რას ყვება პუტინის ყოფილი ცოლი რუსეთის პრეზიდენტზე
2014/06/12 11:19:23

მას არასდროს უთქვამს, რომ ის КГБ- ოფიცერი იყო. დარწმუნებული ვიყავი , რომ ვლადიმერი კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა".

 

ლუდმილა პუტინა: ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მშობლებთან პირველი შეხვედრა დღესავით მახსოვს


ერთხელ მე და ორი ჩვენი საერთო მეგობარი ვლადიმერს სახლში ვსტუმრობდით. მახსოვს, გავედი სამზარეულოში, იქ დედამისი იყო, ჩვენი საუბრის დროს ოთახში ჩვენი საერთო მეგობარი ,ალექსეი შემოვიდა და მარია ივანოვნას (ვლადიმერ პუტინის დედას) ჰკითხა :“როგორ მოგწონთ ლუდა?“


მან უპასუხა-„რათქმაუნდა არაუშავს, მაგრამ მას უკვე ჰყავდა ერთი ძალიან კარგი გოგონა ლუდა


იმ მომენტში კინაღამ ავტირდიარ დავმალავ, მაშინ ძალიან გულნატკენი და ნაწყენი დავრჩი


ჩემსა და ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის ურთიერთობას იდეალურს ვერ დავარქმევდი, სამაგიეროდ ის სტაბილური და სწორხაზოვანი იყო.


პაემნებზე ყოველთვის დაგვიანებით მოდიოდა ,ხან ერთ საათს, ხან საათნახევარს ველოდი ხოლმე. რომ მოდიოდა არაფერს ვეუბნებოდი, იმიტომ, რომ ამ ლოდინის დროს იმდენად განვიცდიდი, რომ საქმის გარჩევის თავიც არ მქონდა. სხვათაშორის, ეს ჩვევა დღესაც გააჩნია.


ერთხელ წავედით წვეულებაზე, სადაც მე თავს უფლება მივეცი მოვდუნებულიყავი, მეცეკვა, მეცინა და გამერთო. ვლადიმერს ეს არ მოეწონა და მან მაგრძნობინა, რომ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულია და ჩვენს ურთიერთობებს მომავალი არ გააჩნია, მაშინ მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი.


გასაგებია , რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მთელი ჩვენი თანაცხოვრების განმავლობაში მცდიდა. ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ის მითვალთვალებდა, მაშინაც, როცა არ იყო ახლოს.


სამსახურზე პირდაპირ არასდროს გვისაუბრია. მაგრამ ხშირად მქონია მცდელობა დავლაპარაკებოდი. ჩემს კითხვაზე- „რას აკეთებდი დღეს? რა არის ახალი?“ -ის ერთფეროვნად მპასუხობდა-„საუზმემდე ვიჭერდით, საუზმის მერე ვუშვებდითო“.


მას არასდროს უთქვამს, რომ ის КГБ- ოფიცერი იყო. დარწმუნებული ვიყავი , რომ ვლადიმერი კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ხოლო სიმართლე წლების შემდეგ,მეგობრის ცოლისგან გავიგე. ალბათ, ამის ჩემთვის თქმა მორიგი ბრძანება იყო.


ერთხელ, უცნაური რამ შემემთხვა. ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი სახლში მოსვლას აგვიანებდა. მაშინ კომუნალურ ბინაში ვცხოვრობდით, სადაც ტელეფონი ფიზიკურად არ გვქონდა და იმისთვის, რომ დამერეკა, სახლიდან გასვლა მომიწია. გარეთ ბნელოდა; ქუჩის ავტომატთან მივედი, დავურეკე, ამაოდუკან რომ ვბრუნდებოდი, ვიგრძენი, რომ ვიღაცა მომსდევდა. მივიხედე, ახალგაზრდა მამაკაცი ჩემს უკან მოდიოდა და მივხვდი, რომ თუ არ გავექცეოდი, ის მალე დამეწეოდა.შემეშინდა და გავიქეცი, მაგრამ მამაკაცმა დამიძახა, ძალიან თბილი და წყნარი ხმით მითხრა:


-გოგონა, ეს ბედისწერაა! ძალიან მინდა თქვენი გაცნობა!


-რა ბედისწერა? რას ლაპარაკობთ?!


-ძალიან გთხოვთ, ჩამაწერინეთ თქვენი ტელეფონის ნომერი.


-არ მაქვს ტელეფონი


-მაშინ ჩემი ჩაიწერეთ


-არა.ბოდიში, მაგრამ ეს ბედისწერა არ არის.


-და თუ გადაიფიქრებთ?


-არა, არ გადავიფიქრებ.


მივტრიალდი და წამოვედი.


მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს შემოწმება შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ როცა გავიგე რომ ის КГБ-ში მუშაობს, ყველაფერი თავის ადგილებზე დადგა


 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ცოლს 2013 წელს გაშორდა. წყვილმა ერთად 30 წელი იცხოვრა, მათ ორი საერთო ქალიშვილი ჰყავთ. ამ ქმედებამ რუსეთის უახლოეს ისტორიაში პრეცედენტი შექმნა და აგრეთვე ბევრი ჭორის საბაბი გახდა.

 

წყრო: argumenti.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია