დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმფრინავის გატაცების მცდელობაში ბრალდებული თერჯოლის მკვიდრი მინსკში ავადმყოფი შვილებისთვის ფულის საშოვნელად მიდიოდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/11 16:31:12

ავიარეის ქუთიასი-მინსკის თვითმფრინავის გატაცების მცდელობში ბრალდებული თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრია.


ბრალდებულმა გელა სახელაშვილმა კოპიტნარის აეროპორტიდან მინსკის მიმართულებით მფრინავი  თვითმფრინავის ევროპის მიმართულებით წაყვანა მოითხოვა. სახელაშვილი პილოტებს ბომბის აფეთქებით დაემუქრა. თუმცა პილოტებმა მოახერხეს და ლაინერი მინსკში დასვეს.


თერჯოლელი გელა სახელაშვილის სიმამრის, რეზო კუბლაშვილის განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ დაკავებული მინსკში აპირებდა წასვლას. სახელაშვილი მინსკში ოჯახის სარჩენად და ავადმყოფი შვილების სამკურნალოდ ფულის საშოვნელად მიდიოდა.

 

სავარაუდოდ, მან თვითმფრინავის აფრენამდე არაყი დალია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კი ევროპაში წასვლის მოთხოვნით თვითმფრინავის გატაცება სცადა.



შეგახსენებთ, რომ გელა სახელაშვილმა თვითმფრინავის გატაცება გუშინ სცადა. იგი ამჟამად მინსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია