დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაიკარგა 73 წლის გერმანელი ექსპერტი
2014/06/11 15:05:42
73 წლის გერმანელი ექსპერტი ჰანს ჰოეფლე  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ყოფნისას დაიკარგა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჰანს ჰოეფლე ბოლოს  8 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, სამეცხვარიოს და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. 
გერმანელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს. 

ამასთან, ძებნის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს რეინჯერების და თავდაცვის სამინისტროს მიერ.

უცხოელი ექსპერტი საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ-ის მოწვევით ჩამოვიდა.
წყარო: http://www.interpressnews.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია