საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"პარტიოტთა ალიანსი" პარტიის დაჯარიმებას ზეწოლად მიიჩნევს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/06/11 14:36:49

"საქართველოს პარტიოტთა ალიანსის" თამჯდომარე დავით თარხან-მოურავი პარტიაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ორი დღის წინ დაკისრებულ ჯარიმას გამოეხმაურა. ომხდარს პარტიაში ზეწოლად აფასებენ.


თარხანმოურავი ამბობს, რომ პარტიიდან თანხის გადარიცხვა სრულიად გამჭვრივალედ განხორციელდა, ფინანსუმა სამსახურმა კი პარტია დააჯარიმა, რათა ხელი შეეშალა წინასაარჩენო მზადებისთვის.


"ქართულ ოცნებასქუთაისში გამარჯვების შანსი არ აქვს. ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს, შესაბამისად, ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე, თუმცა ეს ვერ დაგვაბრკოლოებს და საქმეს აუცილებლად გადავცემთ სასამართლოს,"-განაცხადა თარხან-მოურავმა დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე

 


მისივე თმით, გადარიცხვა, რომლის დროსაც ფინანსურმა სამსახურმა დარღვევა დააფიქსირა, აპრილის თვეში განხორციელდა. პარტიის ოფისის იჯარის თანხა 8 500 ლარი კი პარტიის ანგარიშიდან იმიტომ გადაირიცხა, რომ იმ დროს ისინი არც საარჩევნო სუბიექტები იყვნენ და არც საარჩევნო ნომერი ჰქონდათ მინიჭებული.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა არჩევნებში მონაწილე სამ პოლიტიკურ პარტია: "კონსერვატიული პარტი", "საქართველოს გზა" და "პატრიოტა ალიანსი" საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულების დარღვევაში დანაშაულა.


ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის,  ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27- მუხლის მე-5 პუნქტისა და 271- მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დარღვევით,  "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" 26-29 აპრილს ჩაერიცხა შემოწირულება ჯამში 8,690 ლარის ოდენობით. დარღვეულია ცნობების 5-დღიანი ვადა, ხოლო თანხა არის საბანკო ანგარიშზე შეტანილი ნაღდი ანგარიშსწორების წესით. ამასთანავე, ამავე პერიოდის დეკლარაცია წარმოდგენილია ნულოვანი სახით და არ არის ასახული მიღებული შემოსავლები. ასევე, 8-24 მაისის პერიოდში მიღებულია 47,170 ლარის ოდენობის შემოწირულება, რომელიც შეტანილია ნაღდი ანგარიშსწორების წესით.

 

მისი თქმით, ზემოაღნიშნული წარმოადგენს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.


დაჯარიმებული სამი პარტიის წარმომადგენლები საგანგაშოდ აღნიშნულ სანქციას არ მიიჩნევენ, თუმცა საბოლოოდ, საქმე სასამართლოში განიხილება.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია