დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, №05 (356), 6-12 იანვარი, 2006 წელი
უფალმა გვითხრა: სისხლი ჩემი – ღვინოაო!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/11 12:55:16

თემურ წიკლაური ქართველ მომღერალთა იმ მცირერიცხოვან წრეს მიეკუთვნება, რომელსაც არაერთი სიმღერა მიუძღვნია იმ ღვთაებრივი სითხისთვის, რომელსაც ღვინო ჰქვია. ასევე - ქეიფსა და დროსტარებაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენთვისაა დამახასიათებელი ანუ ტრადიციული და მამა-პაპურია. ანსამბლ „ივერიას“ გამორჩეულად კოლორიტული სოლისტი ქართული გენის განსაკუთრებულობას განსაკუთრებულად უსვამს ყოველთვის ხაზს და მიაჩნია, რომ სიმღერაც და ღვინოც უმთავრესი ღირებულებებით ერთმანეთს ჰგავს. თუკი ერთიც და მეორეც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტითაა შექმნილი და სუფთა გულით გაკეთებული, სიკეთესაც დათესავს და ყველა ჟამსაც გაუSლებს.

 

 

 ბატონო თემურ, თქვენი ცნობილი სიმღერა- „ქიფს ვიწყებ დილიდან“ უდაოდ მანიშნებელია ღვინისადმი თქვენს ტრფიალზე. ქართული ღვინოებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და როგორია ქეიფის თქვენეული გაგება?

 

ქინმარაულს ვცემ უაღრესად დიდ პატივს, განსაკუთრებით, ოჯახში დაყენებულს. კეთილი კაცის დაწურულ ღვინოს დადებითი იმპულსი აქვს,  რადგან ღვინო არის სითხე, რომელიც იმახსოვრებს იმის ენერგიას და გადასცემს დამლევს. წინათ ბავშვს უშვებდნენ საწნახელში იმიტომ, რომ მის აზრებს ცუდთან არაფერთან ჰქონდა კავშირი. ცოფიანი კაცის დაწურული ღვინო ცოფივითაა, მოგწამლავს და ცხოვრების ხალისს დაგიკარგავს. გასულ წელს რომ მთელმა ჩვენმა ხელისუფლებამ საჩვენებლად დაწურა ყურSენი, იმიდან ღვინო არ გამოვა, რომც გამოვიდეს, პირში ჩაკარება არ შეილება, ვინც იმას დალევს, გონი აერევა. ამდენი თავარეული პოლიტიკოსის არეული ფიქრებია შიგნით ჩაყოლილი და იმიტომ. თანაც, რეზინის ჩექმებით იდგნენ. ეს იყო ერთობის მაჩვენებელი შოუ და არა - ღვინის კეთების კულტურა. რაც შეეხება ქეიფს, ესეც ჩვენი კულტურაა, ღვინოსთან მიბმული და მასთან ერთად გაჩენილი. ქეიფსა და ღრეობებს შორის დიდი განსხვავებაა. ქეიფი კაი სიმღერაა, ცეკვა, ლექსის თქმა და ზომიერი დალევა. მთელი ჩემი ცხოვრება, მინდა-არ მინდა, მაქეიფებენ. ერთხელ გურჯაანში ვიყავი, დილის 6 საათია და ვიღაც კაცი ყვირის ჩემს ფანჯრებთან: კაცო, გამოდი გარეთ, როგორია ქეიფის დილიდან დაწყება, ნახე. რაც შენ ეს სიმღერა იმღერე, მას შემდეგ აღარ შემილია, ყოველდღე დილიდან ვქეიფობ. მოვკვდი, გამოდი ახლა გარეთ და ერთად ვიქეიფოთო...

 

- კარგი სიმღერების შემსრულებელი, ღვინის საუკეთესო შემფასებელიც ყოფილხართ, როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო ველია ქართველებისათვის - ღვინო თუ სიმღერა?

 

- ქართული ხალხური სიმღერა იმდენად მდიდარია, ღრმა და უკიდეგანო, რომ თავის ფესვებში ყველაფრის ბაზისს იტევს, მასზე ყველაფრის დაშენება შეილება - მიუზიკლის, ოპერის, რეპის, ჰიპ-ჰოპის, ჯაზის, მოკლედ, ყველა მიმდინარეობის, რაც დედამიწის ზურგზეა. იგი კაი ღვინოსავითაა, სუფთა ღვინოსავით, რომელიც მრავლისმეტყველი, მსუბუქი და ნოყიერი ერთდროულადაა. ღვინო ცოცხალი არსებაა, იბადება და კვდება. ჩვენც ასე არ ვართ? რაც შეეხება სიველეს, სანამ ადამიანი გაჩნდებოდა და არათუ იმღერებდა, არამედ, ხმას ამოიღებდა, ვენახი მანამ იყო. იგი ღმერთის გაჩენილია და ადამიანს არ მოუგონებია. სამწუხაროდ, ადამიანი დღეს ღმერთის გაჩენილს ანადგურებს. საერთოდაც, საქართველო მეღვინეობის დედაა, აღიარებული მსოფლიოს მიერ.

 

- ბატონო თემურ, თქვენი საყვარელი სადღეგრელო რომელია?

 

- წინაპრების სადღეგრSელო, ადამის და ევას თამადობით. ჩვენი მთელი კაცობრიობის ბებია და ბაბუა ესენი იყვნენ. ამიტომ დაკონკრეტება ახალში საჭირო არ არის. საერთოდაც, ამასთან დაკავშირებით ერთი ჰიპოთეზა მაქვს: რადგან ვენახი უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ადამიანი, ხოლო ადამიანი იმიტომ გააჩინა ღმერთმა, რომ ღვინო დაელია, ადამი უსათუოდ ნაქეიფები იყო, როცა ევამ ვაშლით შეაცდინა. ეს ხუმრობით. წინაპრებში კი, რა თქმა უნდა, ტრადიციებიც იგულისხმება, რომლებიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს და გადმოგვცეს. თუმცა, დროთა განმავლობაში ტრადიციებიც იცვლის ელფერს: ან კარგავს, ან იენს, ხან მდიდრდება, ხან ღარიბდება, მაგრამ ნელ-ნელა მაინც მოდის და თაობიდან თაობას გადაეცემა.

 

- როგორც ვხედავთ, ჩვენი რწმენა და ქრისტიანული ტრადიციები ღრმა კავშირშია ვენახთან და ღვინოსთან...

 

- ასეა, უფალმა გვითხრა: სისხლი ჩემი ღვინოაო, მერე დაგიწერეს „შენ ხარ ვენახი“. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ამ რელიგიურ ტრადიციებზე დაყრდნობით გადავრჩით ჩვენ, როგორც ერი. რელიგიურ კულტურებზე დაყრდნობით მოახერხეს მცირე ერებმა გადარჩენა და განვითარება. მათ შორის, ჩვენც. სხვისი ტრადიციების ბრმად გადაღება დაგანგრევს. ჩვენს ქვეყანას ვინ არ გადაუარა და გადმოუარა, ააწიოკა, გადაწვა, დააქუცმაცა, მაგრამ ვერ გაანადგურეს, რადგან გვწამდა, რომ უფლის კვართი მცხეთაშია, ღვთისმშობლის - ზუგდიდში, წმინდა ნინოს საფლავი - ბოდბეში. 365 წმინდა გიორგის ვიფიცებთ. ანდრია პირველწოდებული აქ მოვიდა და თქვა: - „ხალხი თქვენა ხართ დაფასებულიო“. უფალმა თავის დედას უთხრა, წადი და შენ იყავი ამ ქვეყნის მფარველიო. ამისი თუ არ მწამს, ვიღაცა სოროსის რატომ უნდა ვიწამო? მისი ქვეყნიდან შემოსული ვისკი და ჭიპხახუნა მივიღო და ჩემი მრავალჟამიერი და ზედაშე გვერდზე გავწიო? ქვეცნობიერად  ჩვენი ქვეყნის ყველა დამპყრობელი გრSნობს, რომ უდიდესი ენერგიის თანხვედრაა ამ მიწაზე. ამ ენერგიით გაჟღენთილია მისი ფესვებიდან ამოსული ვაზი და მისგან დამზადებული ღვინის დალევა უნდათ. მთელი დედამიწა რომ გამოუშვა, ყველა აქ მოვა, მაგრამ ვისაც სახლში შემოუშვებ, ყველასნაირი არ უნდა გახდე შენ. ყველას შენი წესით უნდა უმასპინლო და გაისტუმრო. ამაშია ჩვენი რწმენის და ტრადიციების სიდიადე, რომელიც კაი ღვინის მსგავსად, ხელიდან ხელში გადაეცემა.

 

- მიუხედავად ამგვარი ისტორიული ფონისა და ეკონომიკური სარგებლობისა, სამწუხაროდ, კარგი ღვინის პრობლემა მაინც დგას ჩვენში. როგორ ფიქრობთ, რატომ შემოიჭრა ღვინოში ამდენი ფალსიფიკაცია, სადაა გამოსავალი?

 

- ფალსიფიკაცია ყველაფერში შემოჭირა: გრნობებში, ურთიერთობებში, სიმღერაში და ღვინოშიც. ამ ბოლო დროს მასიურად დაიწყო Sველი ქართული ხალხური და პოპულარული სიმღერების გათანამედროვება, გარემიქსება, ანუ წინა პლანზე მუსიკა წამოვიდა უფრო, ვიდრე ხმა და სიმღერის კულტურა. როგორც ჩანს, ვინც ამას არ აკეთებს, იმას არ უშვებენ არც იმ ზონაში, რასაც ტელევიზია, რადიო და მასობრივი საშუალებები ჰქვია. ახალმა დრომ ახალი მოდა მოიტანა ამ მხრივ და ახალი ნაყოფიც მივიღეთ, მაგრამ მე ამ ნაყოფს მაინც ფალსიფიცირებულად მივიჩნევ, რადგან ამ ტენდენციამ ყველა აამღერა - ვისაც არც ხმა აქვს, არც სმენა და არც სინდის-ნამუსი. ასევე, ყოვლად მიუღებელია ღვინის წარმოებაში ფალსიფიკაციის იმ დოზით შემოჭრა, როგორც ჩვენთან ხდება. „ქინძმარაული“ და „ხვანჭკარა“ მარტო ერთ სოფელში მოდის და როგორ შეიძლება, მილიონი ბოთლი გაიყიდოს, მაშინ, როცა მხოლოდ რამდენიმე ტონა იკრიფება. საზღვარგარეთაც კი 80% ფალსიფიცირებული ქართული ღვინო იყიდება და სახელს გვიტეხენ. არადა, იახიან, მსოფლიო ბაზარზე გვინდა დამკვიდრებაო. მსოფლიო ბაზარზე ასე ვინ შეგიშვებს, იქ ომია. ესპანეთს, იტალიას, საფრანგეთს მიჰყავს პარადი. მაგრამ შენ რომ ცოტა შეგაქვს, ისეთი შეიტანე, სახელს მაინც ნუ გაგვიტეხ. ჩილეში 25 წლის წინ ჩაყარეს ვენახი და უკვე წალეკა ჩილეს ღვინომ მსოფლიო. ჩვენ რუსეთის ბაზარი გვქონდა და ჩვენი უტვინობით ისიც დავკარგეთ. მოკლედ, თუ გვინდა, ეს კულტურაც და ბიზნესიც გადარჩეს, მეღვინემ სინდისი არ უნდა დაკარგოს და წესიერი ღვინო დააყენოს. გამიგონია, გერმანიაში ვინც ლუდის ხარისხს გააფუჭებდა, იმას საერთოდ აევებდნენ ქვეყნიდან. თუ სასჯელის მკაცრი მექანიზმები ამოქმედდება ჩვენთანაც, მიმაჩნია, რომ ქართული ღვინოც გადარჩება და მასთან დაკავშირებული ისტორიულ-კულტურული ღირებულებებიც.

 

ნატო გუბელაძე

ინგა ვაშაყმაძე

 


 

05 (356), 6-12 იანვარი, 2006 წელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3569
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია