დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნიის საჩუქარები თერჯოლელ შშმ ბავშვებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/11 11:54:02

იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე დღის ცენტრსაპოვნელასმოსწავლეები მოინახულა.


ალექსანდრე იოსებაშვილმა დიმიტრი ლაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორ მერაბ კვიცარიძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები გადასცა. ლაზარიშვილი დღის ცენტრის ბენეფიციარებს საკუთარ კლინიკაში, პირველი და მეორე კატეგორიის სამედიცინო დახმარების უფასოდ გაწევასაც დაპირდა.


 „მე ვთვლი, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უანგაროდ დასახმარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ“. - განაცხადა იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა.


 

არასამთავრობო ორგანიზაციაქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრსიმერეთის რეგიონში სამი მსგავსი ტიპის დღის ცენტრი აქვს, სადაც 6 - დან 18 წლამდე ბენეფიციარები სხვადასხვა სახის მომსახურებას იღებენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მონახულებას სხვა რაიონებშიც გეგმავს.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2571
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია