დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კალაძე ნინო ბურჯანაძეს - 26 მაისს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენს ესკორტს კორიდორი გაუკეთა და გარბოდით
2014/06/11 11:44:56
სიმართლე უთხარით ქვეყნის მოსახლეობას,  2008 წელს თქვენ პარლამენტიდან იმის გამო წამოხვედით, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, – ასე მიმართა ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ ნინო ბურჯანაძეს "რუსთავი 2"-ის თოქ შოუ "არჩევანში" სტუმრობისას. 

კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები დღეს ბურჯანაძის პარტიაში არიან გადაბარგებულები. 
"დღეს მოვისმინეთ დემაგოგიური განცხადებები ბურჯანაძის და "ნაცონალური მოძრაობის" მხრიდან, არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ერთნაირი პათოსი, რადგან ისინი ერთი გუნდის წევრები არიან. მე შემოვიარე რეგიონები ყველა ქალაქში ვიყავი და "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენები ყველა გადაბარგებულია ბურჯანაძის პარტიაში. ეს ჩვენ ვიცოდით, რომ ბურჯანაძე იყო სააკაშვილის გუნდის წევრი. ახლა გვესაუბრება, რომ მიიღო პარლამენტიდან წამოსვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. სიმართლე უთახარით ქვეყნის მოსახლეობას, 2008 წელს თქვენ წამოხვედით იმის გამო, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, რადგან ვერ მოილაპარაკეთ საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ეს იყო რეალობა", - განაცხადა კალაძემ. 

მან ნინო ბურჯანაძეს 26 მაისიც შეახსენა და აღნიშნა, რომ მის ესკორტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორიდორი გაუკეთა და გაცევის საშუალება მისცა. 

"ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს 26 მაისი, თქვენი ექსკორტი, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ. როგორ გაგიკეთათ კორიდორი "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორ გარბოდით და იქ ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. იქ დაზარალებულ ერთ ოჯახს მაინც თუ მიაქციეთ ყურადღება?" - აღნიშნა კალაძემ.
წყარო: ipn.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2227
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია