საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქმარი ცოლის საქორწინო კაბას ჰყიდის
2014/06/10 11:10:30

ერთ-ერთმა ავსტრალიელმა, რომელსაც ცოლმა საუკეთესო მეგობართან უღალატა, გაყრის შემდეგ სოციალურ ქსელში სარკასტული განცხადება გამოაქვეყნა ყოფილი მეუღლის საქორწინო კაბის კაყიდვის შესახებ _ „შეკერილი იუდას სამოსისგან“. წინადადება, რომელიც 8 ივნისს გამოქვეყნდა, უკვე 60 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა. ამ მომენტისათვის კაბა 300 დოლარადაა შეფასებული.

 

ლოტის აღწერილობაში საუბარია იმაზე, რომ კაბის დიზაინი არნოლდ ბენედიქტმა შეიმუშავა (აშშ-ს გენერალ-მაიორი, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ომის დროს ბრიტანელების მხარეს გადავიდა), როგორც ტექსტშია ნათქვამი, კაბისთვის შესაკერ მასალად გამოყენებულია „იუდა ისკარიოტელის სამოსი“, რომელიც მას ეცვა, როცა იესო ქრისტე გაყიდა.

 

როგორც განქორწინებული მამაკაცის მეგობრები ამბობენ, მათი ახლობლის ქორწინებამ მხოლოდ ორი წელი გასტანა. წყვილი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაშორდა ერთმანეთს, თუმცა მოტყუებული მეუღლე გონს მოეგო და შეძლო ირონიულად შეეხედა ამ, მისთვის მტკივნეული, თემისთვის. რატომ გადაწყვიტა ავსტრალიელმა ცოლის სამოსის თავიდან მოშორება განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, უცნობია.

 

 

რამდენიმე წლის წინ, ასევე მიტოვებულმა მეუღლემ, ამერიკელმა კევინ კოტერმა, შექმნა ბლოგი და შემდეგ წიგნიც გამოსცა სახელწოდებით  „101 ხერხი იმისა, თუ როგორ უნდა გამოიყენო ყოფილი ცოლის საქორწინო კაბა“. იგი ხალხს სთავაზობდა, საქორწინო კაბით საფროთხობელები მოერთოთ, ან კაბის ნაჭრები გამოეყენებინათ ყავის გასაფილტრად, საძილე ტომრად ანდა თევზის დასაჭერ ბადედ.

 

წყარო: http://lenta.ru/

მოამზადა ბაია ირემაძემ

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2068
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია