საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„პროექტი ჩააგდო ფირმამ, რომელსაც „ნაციონალებთან“ აქვს კავშირი“
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/06/09 16:17:02

„პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი გამგებლის პოსტზე, ბარნაბ (ბორის) ჭყონია სოციალური ქსელში საკუთარ გვერდზე ასეთ კომენტარს აკეთებს:

 

„ეს ქუჩა არის ლანჩხუთში ზაზა ურუშაძის დროს ერთ-ერთი განხორციელებული“ ინფრასტრუქტურული პროექტის თვალსაჩინო მაგალითი. შემსრულებელი კომპანია დაჯარიმებულიაო, თავს იმართლებს ხელისუფლება... დაჯარიმებამდე რატომ მიიყვანეს საქმე? ხომ შეიძლებოდა, ეტაპობრივად შეემოწმებინათ სამუშაოების მიმდინარეობა და თუკი ფირმა ვერ ასრულებდა ვალდებულებას, დროულად შეეწყვიტათ ხელშეკრულება? მოსახლეობას არც საავტომობილო და არც ფეხით მისასვლელი გზა არ აქვს, ეზოებში ვერ ჩადიან,".


ამ სტატუსს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტან ზენაიშვილი გამოეხმაურა.


– არც ერთი პროექტი არ ჩავარდნილა. ქალაქში ხუთი ქუჩის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გასულ წელს გამოცხადდა. გამარჯვება ფირმა „ტერექსი–XXI"–ს ხვდა წილად. ფირმას სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა თამარ მეფის, კვირკველიას, აღმაშენებლის, ნინოშვილისა და ჩხაიძის ქუჩებზე. სამწუხაროდ, ჩვენგან დაუდგენელი მიზეზების გამო აღნიშნულმა ფირმამ სამუშაოები ვერ შეასრულა, – აღნიშნა ვახტანგ ზენაიშვილმა.

psnews.ge-მ აღნიშნულის თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიგინეიშვილსაც დაუკავშირდა:


„თავის დროზე დავუკავშირდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. იქ კი მითხრეს, რომ "ტერექსი- XXI" შავ სიაშია შეყვანილი, რადგან სხვა რაიონებშიაც ჰქონია ამგვარი პრობლემა", აღნიშნა გიგინეიშვილმა.


რამდენიმე ხნის წინ მმართველი კოალიციის გამგებლობის კანდიდატმა, ზაზ ურუშაძემ თავის პრესკონფერენციაზე კი აღნიშნა, რომ ფირმამ მიზანმიმართულად ჩააგდო პროექტი:

– ეს იყო ერთგვარი საბოტაჟი იმ ფირმის მხრიდან, რომელსაც „ნაციონალებთან“ აქვს კავშირი, – განაცხადა ურუშაძემ.


psnews.ge-მ  აღნიშნული ფირმის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოიძია. როგორც გავარკვიეთ, ოფიციალური მონაცემებით, ტერექსი 21" ზესტაფონში, ბიბილეიშვილის #4-შია რეგისტრირებული, რომლის დამფუძნებელი გია ჯინჭარაძეა. კომპანია გზების გარდა, სხვა სახის სამშენებლო სამუშაოებსაც ახორციელებს და ამ საქმიანობით დასავლეთ საქართველოშია დაკავებული.ტერექსი 21" სამშენებლო ფირმა დტს“-ის შვილობილი კომპანიაა. ეს უკანასკნელი კი "სახალხო ბანკის" ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამინდელ პარლამენტარს გიორგი გოგუაძეს ეკუთვნოდა.ტერექსი 21-ის დამფუძნებელი გია ჯინჭარაძე უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ის დტს“-ის შვილობილი ფირმაა, თუმცა ის, რომ ჯინჭარაძე დტს“- წარმოადგენს, იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ 2008 წელს ის ამ ფირმის კოორდინატორი გახლდათ ქუთაისში რამდენიმე ობიექტზე. 


როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ზენაიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები უკვე დაიწყო:

 

– მიუხედვად იმისა, რომ ასეთ დროს ცენტრალურ ხელისუფლებას ინფრასტრუქტურული პროექტის გასახორციელებლი თანხა უკან მიაქვს, ლანჩხუთში ასეთი რამ არ მომხდარა. თანხა დაგვიტოვეს ანგარიშზე და გამოცხადდა ხელახალი კონკურსი იმისთვის, რომ ხსენებული გზების რეაბილიტირება მომხდარიყო. ახლა უკვე არა მარტო ამ ხუთ, არამედ დამატებით კიდევ 6 ქუჩებზე მიმდინარეობს სამუშაოები, – დასძინა რესპონდენტმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2336
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია