დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მეოთხე მოწვევის საკრებულომ არჩევნებამდე მუშაობა დაასრულა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/09 14:41:14

საკრებულომ დღეს რიგგარეშე, 67-ე სხდომა გამართა. დღის წესრიგში 5 საკითხი იყო წარმოდგენილი.


ქუთაისის საკრებულო არჩევნებამდე მუშაობას ასრულებს, შემდეგ კი ერთი შემაჯამებელი სხდომა გაიმართება.


ხმაურიანი, არაპროდუქტიული და ცვლილებებით გამორჩეული -ასე შეაფასეს დეპუტატებმა  საკრებულოს მუშაობა.


მეოთხე მოწვევის საკრებულო იმითაც იყო გამორჩეულო, რომ მან მუშაობა თავმჯდომარის გარეშე დაასრულა.


ქუთაისის საკრებულომ ორი თავმჯდომარე გამოიცვალა: ამირან ხვადაგიანმა 2013 წელს დატოვა თანანმდებობა, თამაზ მარგველაშვილს იძულებით დაატოვებინეს თავმჯდომარის პოსტი, რამდენიმე დღის წინ კი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გარდაიცვალა.


დღევანდელი საკრებულოს 24 დეპუტატიდან მხოლოდ 14 ესწრებოდა.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია