დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
სამტრედია-მელაური-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/09 12:10:43

სამტრედიის მუნიციპალიტეტში  ამ ეტაპზე სამტრედია-მელაური-ეწერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული 1,600 კმ - იანი მონაკვეთის ასფალტის საფარით მოწყობას რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, ხოლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ... „ლატესიასრულებს.


 სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2014 წელს სულ 19 ადგილობრივი მნიშვნელობის გზის შეკეთება არის დაგეგმილი, ამ დროისთვის 8 მათგანი უკვე რეაბილიტირებულია.


რაიონში მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა განახორციელა.


 

მეფარიშვილი ასევე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ აქტივსაც შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტი განიხილეს, არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. მსგავსი ტიპის შეხვედრებს იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია