დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელმა „პატრიოტმა“ დავით კობეშავიძემ კანდიდატურა ზეწოლის გამო მოხსნა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/06 17:40:11

„პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისის მაჟორიტარობის წევრის დავით კობეშავიძის მიერ კანდიდატურის მოსხნის ფაქტს ალინსში ეხმაურებიან.


ქუთაისის მერობის კანდიდატის ალექსანდრე კეზევაძის განცხადებით, კანდიდატურის მოხსნის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ზეწოლა გახდა.


„ძალოვანი სტრუქტურის წარმოამდგენლები სამალავებიდან გამოვიდნენ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დაშინება დაიწყეს. მოსახლეობაში ნიჰილიზმია და არავინ ხმას „ოცნებას“ არ აძლევს. რის გამოც ხორციელდება კანდიდატებზე ზეწოლა. სწორედ ამიტომ მოხდა კობეშავიძის მიერ კანდიდატურის მოხსნა“-განაცხადა ალექსანდრე კეზევაძემ.


ალიანსის წევრები დავით კობეშავიძეს მეგობრულად  მიმართავენ და ურჩევენ ცესკოს თავმჯდომარეს მიმართოს და საკუთარი განცხადება უკან გამოიტანოს.


„პატრიოტთა ალიანსის“ ქუთაისელი წევრების განცხადებით, დავით კობეშავიძე ზეწოლაზე თავად არ საუბრობს, თუმცა მათთვის ყველაფერი ცხადია.


 

შეგახსენებთ, რომ „პარტიოტების“ მაჟორიტარობის კანდიდატმაარჩევნებში მონაწილეობაზე უარი გუშინ განაცხადა, ის გამარჯვებისთვის ავტოქარხნის ოლქში იბრძოდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია