დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამდენი ავტომობილი ირიცხება ქუთაისის მერიის ბალანსზე და რა თანხა უჯდება ბიუჯეტს მათი შენახვა?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/06 14:20:10

ქუთაისის მერიის ბალანსზე ჯამში 84 ავტომანქანა ირიცხება. მათგან ნაწილი მსუბუქია ნაწილი კი მიკროავტობუსი და სამაშველო სამსახურის მანქანები.  რომელთაგანაც ზოგი მუშა მდგომარეობაშია ზოგიც  სპეციალურ სადგომსა და ავტომობილთა ნაგავსაყრელზეა  გადაყვანილი.


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქუთაისის მერიის ბალანსზე მყოფი მანქანებიდან, 4 ტოიოტას მარკის ავტომობილი შსს-ს იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ემსახურება.


როგორც მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გელა ვაშაყმაძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართვლობის დროს არსებობდა კანონი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფოდა გარკვეული რაოდენობის თანხა ავტომობილების შესაძენად, რომლებიც დროებითი ნათხოვრობის ფორმით სამართალდამცავთა მომსახურეობის მიზნით შსს-ს სამმართველოებს გადაეცემოდათ, თუმცა შსს-თვის გაწეული დახმარება ამით არ ამოიწურებოდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტებიდან მათი კომუნალური გადასახადებიც იფარებოდა.


მერიის 2014 წლის ბიუჯეტიდან  ავტოტექმომსახურებაზე 100 000 ლარია გათვალისწინებული.


წინა წლების მონაცემებთან შედარებით აღნიშნული თანხა შემცირებულია.  აღნიშნულ მომსახურებაზე 2012 წელს 149 238 ლარი გამოიყო, 2013 წელს კი 121 151  ლარი.

თუმცა ავტოტექმომსახურებასთან შედარებით, გაზრდილია საწვავის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა. 2014 წელს  საწვავისთვის  490 000 ლარია გამოყოფილი.


რა მდგომარეობა იყო ამ მხრივ წინა წლებში და რატომ ვერ ხდება მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილების გაყიდვა ვრცლად იხილეთ გაზეთ „p.s.“-ის ორშაბათის ნომერში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია