დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულში მაჟორიტარობის 5 კანდიდატმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/06 11:24:53

ხარაგაულის რაიონში, ვახანის თემის მაჟორიტარობის კანდიდატებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ერთობლივად გამოუცხადეს ბოიკოტი. 5 საარჩევნო სუბიექტის, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენელის გადაწყვეტილების მიზეზი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში  „ქართული ოცნების“ მიერ დადებული პირობის შეუსრულებლობა გახდა. საქმე ეხება 2012 წლის 18 მაისს ხარაგაულის მკვიდრის, ბორჯომ–ხარაგაულის ტყეპარკის რეინჯერის მერაბ არევაძის მკვლელობას.


გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა, რაც არჩევნების ბოიკოტის მიზეზი გახდა.


მომხდართან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის შტაბში გაიმართა.


ვახანში მაჟორიტარობის კანდიდატის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს გამოძიება დასრულებული იყო და ეჭვმიტანილები დაკავებული, მაგრამ „ქართული ოცნება“ მათ გამძიებას არ ენდო, მიუხედავად ამისა, ახალი ხელისუფლების პირობებში ხელახალი გამოძიება არ მომხდარა.


 

როგორც ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, ხარაგაულის რაიონში, ვახანის თემში ბოიკოტის გამო არჩევნები ჩაიშალა. თუმცა არაა გამორიცხული ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნოს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია