დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობენ ქუთაისის მერობის კანდიდატები პარლამენტის ქუთაისში დარჩენაზე?-ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/05 14:22:57

უნდა დარჩეს თუ არა პარლამნეტი ქუთაისში?-ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი იმ კითხვათაგან, რომელიც ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდმა pariebi.ge-იმ  ქუთაისის მერობის და მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს დაუსვა.


აღნიშნულ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება საარჩევნო სუბიექტების პროგრამები და თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხედვები ქვეყნისა და ქალქების განვითარებასთან დაკავშირებით.


პროექტის კოორდინატორის ანა შალიკიანის განცხადებით, მათ მერობის კანდიდატებს შეკითხვები ქალაქისთვის აქტუალური საკითხების გარშემო დაუსვეს. თუკი ქუთაისში პარლამნეტის დარჩენა არ დარჩენის საკითხია მნიშვნელოვანი, გორი მერობის კანდიდატებს მოუხდათ ეპასუხათ კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა სტალინის ძეგლი გორში?


საიტის პრეზენტაცია დღეს სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა, რომელსაც მერობის და მჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ. საიტი მსგავსი პროექტით უკვე მესამე არჩევნებს ეხმაურება. ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა ბოლო საპარლამნეტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მოსაზრებები გაეგოთ სხვასხვა აქტუალურ თემებზე.


 

როგორც ანა შალიკიანმა განაცხადა, ქუთაისის მერობის კანდიდატთაგან მიზეზთა გამო კითხვებს თემურ შაშიაშვილმა არ უპასუხა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია