დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა გახდება ქუთაისში ილია ჭავჭავაძის ძეგლის გადატანის მიზეზი ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/04 12:44:18

ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას №44-ში სასტუმროს მშენებლობა პროტესტის მიზეზი გახდა. ილია ჭავჭავაძის ძეგლის უკან 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა  საარჩევნო ბლოკმა „არასაპარლამენტო ოპოზიციამ“ გააპროტესტა. გოგი წულაის განცხადებით, ქალაქს ურბანული განვითარების გეგმა არ გააჩნია, რის გამო ყველგან სასტუმროები და მაღალსართულიანი შენობები შენდება, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.


მისივე განცხადებით, ქუთაისში სასტუმროების 80% საროსკიპებად არის ქცეული და სავარაუდოდ ახალი სასტუმროს მსგავსი დანიშნულება ექნება.


„სირცხვილია, რომ ამ ქალაქში სასტუმროების მეტი არაფერი შენდება და ამ სასტუმროების უმეტესობა საროსკოპოებად არის ქცეული. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუშვა ჩვენი წმინდანის, ერის მამის ილია ჭავჭავაძისთვის თავზე საროსკიპო დაედგათ“-განაცხადა წულაიამ.


აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობას ადასტურებს მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსიც. ანდრო მარჯანიშვილის განცხადებით,  ხშირ შემთხვევაში, წულაია სიმართლეს ამბობს, თუმცა ამჯერად ვერ დაეთანხმება,  რადგან აღნიშნული ტერიტორია ქალაქის ხელისუფლებას არ გაუსხვისებია.


 „ეს ტერიტორია კერძი საკუთრებაში იყო და მფლობელებმა მოახდინეს გასხვისება, ჩვენ მხოლოდ მშენებლობის ნებართვა გავეცით. როგორც არქიტექტორი, იმ ადგილზე იმდაგვარი შენობის დადგმას მივესალმები, რადგან აღნიშნული ტერიტორია სავალალო მდგომარეობაშია.“

 

ანდრო მარჯანიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, ილია ჭავჭავაძის ძეგლს ადგილმდებარეობა შეეცვალოს, რის მიზეზადაც არა სასტუმროს მშენებლობას, არამედ  იმ ფაქტს აღნიშნავს, რომ ქუთაისელთა უმეტესობამ არ იცის, სად მდებარეობს ილიას ძეგლი. მისივე თქმით, წმინდანის ძეგლი უკეთეს ადგილს იმსახურებს, მიმდინარეობს კონსულტაციები და შეჯერების შემდეგ, არაა გამორიხცული, ძეგლი სხვა ადგილზე გადაიტანონ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6798
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია