დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვები, ბავშვები...
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/06/03 14:25:43

დროთა განმავლობაში იცვლება ბავშვთა მიმართ უფროსების მიდგომა, თუმცა, უპირატესობას მაინც კონსერვატორულ აღზრდას ანიჭებენ ადამიანები, რადგან თავად თვლიან, რომ სრულყოფილებასთან ახლოს არიან. ბავშვებისა და სოციალური გარემოს საკითხებზე ვესაუბრებით ფსიქოლოგ სოფი ხარატს.

 

 

- დღეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პოზიტიური აზროვნების საკითხი, რომელსაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს ბავშვობის პერიოდში.

 

- იაზროვნო პოზიტიურად ნიშნავს, ავუხსნათ ბავშვს ის, რაც (ნლპ) ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ერთ-ერთი ამომავალი წერტილია: სამყარო არის ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი.

 

- გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ თეთრი შავია და - პირიქით. რატომ ხდება ასე?

 

- ბავშვს, რომელსაც მთელი ბავშვობა უმტკიცებენ იმას, რომ ის ჯერ პატარაა და არაფერი არ იცის, არასდროს აკეთებს სწორად და თითქმის ყველაფერი შეცდომით გააკეთა (რაც სინამდვილეშიც ასეა ხშირად), როცა იზრდებიან, სულ ამტკიცებენ იმას, რომ ისინი მართლები არიან ყოველთვის და სწორად გააკეთეს, მერე ეს არასრულფასოვნების შეგრძნება იმდენად ძლიერდება, რომ შავზეც უნდათ თქვან, რომ თეთრია. ყველაზე რთული ნაბიჯია ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება, რომ შეცდნენ. ბავშვს სჭირდება ახსნა-განმარტება და სტიმულის მიცემა, რომ იგი კარგად აკეთებს და როცა გაიზრდება, კიდევ უფრო კარგად გააკეთებს!

 

- არსებობს სტერეოტიპები, რომელთა დამსხვრევა საჭიროებს ბავშვთა აღზრდის საკითხში.  რას გვეტყოდი ამის შესახებ?

 

- საქართველოში გვაქვს რამდენიმე არასწორი მიდგომა აღზრდის საკითხში, რასაც თაობები იმეორებენ და ძალიან ცოტა ფიქრობს, რომ შეცვალოს ბავშვებისადმი მოპყრობის მანერა, მეთოდები და სტილი. სტერეოტიპები დასამსხვრევი თუ არა, დასახვეწი მაინცაა.

 

-  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიმართვის ფორმებს. ამას ამბობს ქრისტიანული მსოფლმხედველობა. ცოდვად ითვლება არასწორი სახელით მიმართვა ადამიანებისადმი. აქვს თუ არა გავლენა სიტყვებს, რომლითაც მივმართავთ ბავშვებს?

 

- აქვს გავლენა და ძალიან დიდი ძალაც. „არ გადავარდე, არ დაიწვა ხელი, ფეხი არ აგისრიალდეს, არ მოცურდე“ - თუ ასე გააფრთხილებთ შვილს, იგი აუცილებლად გადავარდება, აუცილებლად დაიწვავს და აუცილებლად დაუცურდება ფეხი, იმიტომ, რომ: 1. შიშის სინდრომი ძლიერდება. 2. ბავშვს უნებლიედ ვუბიძგებთ უკვე მითითებული საქციელისკენ.

 

- როგორ მივმართოთ პატარებს?

 

- უბრალოდ, უთხარით, რომ სხვა ადგილას გადავიდეს და უნდა აუხსნა, რომ თუ ხელს მიადებს ცხელ ღუმელს, ეტკინება. ბავშვს აქვს უფლება, რომ მას უფროსები ესაუბრონ არააგრესიულად. პატარა აკრძალვით უფრო  დაინტერესდება  და  ისეთ „ექსპერიმენტებს“ ჩაატარებს, რომელიც მიგვიყვანს არასასურველ შედეგამდე.

 

- „შვილის მტრულად გაზრდის“ შესახებ რას გვეტყოდით?

 

- არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღესაც ფიქრობენ, რომ შვილი მტრად უნდა გაზარდო,  მოყვარედ თუ გინდა,  გამოგადგესო. თუ შვილში ჩადებული ინვესტიცია მშობლისთვის კეთილდღეობის გარანტიაა, რატომ უნდა გაზარდო შვილი მტრად? ეს აბსოლუტური აბსურდია...

თუ შენ, მშობელს, არ გაქვს იმის უნარი, იყო საკუთარი შვილის მეგობარი, მაშინ უნდა იყო მტერი და ეს მდგომარეობს იმაში, რომ შვილს სამუდამოდ ჩამოუყალიბდეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ იგი არასაკმარისად კარგია. ანუ, თუ  დედამ მითხრა, რომ არ ვარ კარგი და რა გამოდის? მთელი ცხოვრება უნდა ვიომო იმისთვის, რომ ვიყო კარგი!

 

- ამით არ ყალიბდება კომპლექსი?!

 

 - დიახ.  ასეთ ადამიანებს მუდმივად აქვთ არასსრულფასოვნების შეგრძნება: ისინი მშობლებისთვის კარგი მოსამსახურეები არიან და  სხვებისთვისაც, მაგრამ შინაგანი პრობლემა იმდენად დიდია,  მათ უჭირთ დაიჯერონ, რომ კარგები არიან. თუ ადამიანს არა აქვს იმის შეგრძნება, რომ კარგია, იგი სულ მოითხოვს სხვებისგან, რომ „აღიარონ“ როგორც კარგი ადამიანი, რადგან ის, ვინც ამბობს, რომ არ  არის კარგი და, ამას თავმდაბლობას აბრალებს, საკმარისია  სხვამ უთხრას, რომ ცუდი ადამიანია,  გამოვა წყობილებიდან. ამასთანავე, ის მუდმივად მზადაა,  აგრესია გამოხატოს. ასე რომ, ის, ვინც კარგი არაა, არ აკეთებს კარგ საქმესაც.

 

- ქართულ სინამდვილეში ძალიან ცოტაა პასუხისმგებლიანი ადამიანი. რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის სწავლა ბავშვისთვის? ადრეულ ასაკში მისი სწავლება ადრეა?

 

- პასუხისმგებლობა რაც უფრო ადრე გახდება ბავშვისთვის ცნობილი, მით უფრო ადრე მიხვდება იგი  მის მნიშვნელობას.

 

- რა დოზით უნდა დატვირთოს შვილი მშობელმა?

 

- არ არის აუცილებელი, რომ მთელი ბავშვობა ირბინოს ბავშვმა მასწავლებლებთან და ეზიზღებოდეს ყველა, ვინც მას იმაზე მეტს სთხოვს, ვიდრე ფიზიკურად შეუძლია. საჭიროა ბავშვებთან მიმართებაში სიყვარული. უფროსები ვალდებულები არიან,  აჩვენონ ბავშვს შესაძლებლობები და უფრო მეტი იზრუნონ მის ადამიანურ განვითარებაზე.  სტრესი არის ზედმეტად დატვირთული ბავშვების თანმდევი „მეგობარი“.

 

- დასავლური ფსიქოლოგიური სკოლები რას თვლიან აუცილებელ ფაქტორად ბავშვის აღზრდაში?

 

- სიყვარული, ურთიერთობები, ადამიანობის სწავლა, მისი დანიშნულების და არსებობის მიზეზი და მიზანი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვის აღზრდაში...

 

- ბავშვთან ურთიერთობაში რამდენად მისაღებია მათ მიერ დაშვებული შეცდომების შემთხვევაში დასჯის დაპირება, ანუ „თუ დააშავებ, დაისჯები“ პრინციპი?

 

- თუ ბავშვს ხშირად მიუთითებთ იმაზე, თუ  დააშავებს და შეჰპირდებით, რომ ჩადენილ საქციელს სახლში მისვლისთანავე აზღვევინებთ, არ მისცემთ შეცდომის ჩადენის უფლებას, თქვენ მას დამნაშავედ გაზრდით, რომელსაც სინამდვილეში არცერთი დანაშაული არ ექნება ჩადენილი, მაგრამ მთელი ცხოვრება ექნება დანაშაულის შიში და დამნაშავის შეგრძნება, რაც უზრუნველყოფს ჩამოუყალიბებლობას, დაბალ თვითშეფასებას, აგრესიას გარემოს მიმართ და საკუთარი მეს დაკარგვას...

 

- ერთ ჩემს ნაცნობს ჰყავს შვილი, რომელსაც შეუძლია საუბარი, მაგრამ არ საუბრობს. ამგვარი შემთხვევა როგორ შეიძლება ავხსნათ?

 

- არსებობს ბავშვების ყოველდღიური პრობლემა, რასაც ბაღებში, სკოლებში ვხვდებით.  ეს არის აგრესია სხვა ბავშვების მიმართ. ავსტრიელი ლოგოპედი Renate Heitz ერთ-ერთ სტატიაში წერს, რომ ბავშვებმა სამეტყველო შესაძლებლობები მშობლებისგან უნდა ისწავლონ, რომ მათ გაიგონ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობა, რომ საკუთარ გრძნობებზე საუბარი რომელიმე აგრესიული ქმედების გამოხატვის გარეშე შეძლონ! ანუ მათ უნდა ვასწავლოთ საკუთარ ემოციაზე საუბარი.

 

- მაქვს გაგონილი, რომ ჩხუბს, განსაკუთრებით ვაჟებში, აქვს დადებითი და ნორმალური მხარეები...

 

- ბავშვების ჩხუბი ადრე უფრო ნორმალურად ითვლებოდა, ახლა ეს უკვე აგრესიის გამოვლინებად ფასდება, რადგან დადგინდა:  როცა ბავშვები დიდი დროის განმავლობაში მხოლოდ აგრესიას გამოხატავენ, მათ აქვთ გარკვეული პრობლემები, რომლის ახსნა-განმარტებაც ხშირად არ შეუძლიათ და ამას აგრესიით გამოხატავენ. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვები კვირაში ერთხელ მაინც ნახულობენ ე.წ კოშმარებს ძილში. ასეთი ბავშვების უმეტესობას მოგვიანებით უდგინდებათ, რომ მათ აწუხებთ რომელიმე ფსიქოლოგიურად გადაულახავი პრობლემა, რაც გვიან მძაფრად იჩენს თავს.

 

- როგორ შეაფასებდით ბავშვებისთვის შექმნილ ვერბალურ და სხვა ტიპის პროდუქციას?

 

- ზღაპრები, საბავშვო წიგნები, სცენარები და ნებისმიერი საბავშვო ინფორმაცია, სანამ პროდუქციად  იქცეოდეს, კვალიფიცირებული ფსიქოლოგების მიერ უნდა კონტროლდებოდეს... ბავშვის ფანტაზია ფაქიზია და მისი აღქმის ფილტრები - შედარებით სუსტი. ისინი ყველაფერს იღებენ გარემოდან და ნაკლებია შინაგანი კონტროლი. ზღაპრები ქმნიან ბავშვში სტერეოტიპებს, აყალიბებენ ცხოვრებაზე წარმოდგენას. მახსოვს ერთი ქართული მოთხრობა, სადაც წერია მსგავსი წინადადება: იმაზე უბედური ადამიანი არ არსებობს, რომელმაც მიზანს მიაღწიაო. ეს წინადადება პირდაპირი გაგებით ცვლის ადამიანის მიდგომას ცხოვრებისა და მიზნების მიმართ, რადგან თუ ადამიანს არა აქვს მიზანი, მოტივაცია, მაშინ იგი ვერასდროს გახდება წარმატებული.

 

არსებობს ისეთი წარმოდგენა, რომ ადამიანს მუდამ უნდა ჰქონდეს ერთი აუხდენელი ოცნება. თუ ამას ბავშვი დაიჯერებს, მისი მიდგომა ამ საკითხის მიმართ იქნება გაუკუღმართებული, რადგან ოცნებები იმისთვის არსებობს, რომ ბავშვმა მისთვის იბრძოლოს და მისი მიღწევის ბევრჯერადი გამოცდილება დააგროვოს. ერთი მიზნის მიღწევა წარმოშობს მეორე მიზანს და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება.

 

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ბევრი განსხვავებული ეპოქა და ეპოქაში ჩარჩენა არც  ისე სახარბიელოა. ის, რაც ჩვენი დედების თაობისთვის მისაღები იყო, არ ნიშნავს, რომ ახლაც მისაღებია და რაც ძველია, აუცილებლად ყველაფერი კარგია. სანამ შვილს ზღაპარს წაუკითხავს დედა, თვითონ უნდა წაიკითხოს და გადაამოწმოს მისი მორალური მხარე. ის, რაც ომის პერიოდში იწერებოდა საქართველოში, ვისაც არ უნდა დაეწერა იგი, შეიძლება სულაც არ იყოს დღეს მისაღები. იქნებ არის მასში ისეთი რამ, რაც ამ ეპოქისთვის მიუღებელია?! მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად დიდი ავტორიტეტია ჩვენთვის მწერალი. ისიც  ადამიანი იყო და მასაც ჰქონდა სისუსტეები. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გარკვეულ ეპოქაში სხვა იყო და არ ნიშნავს, რომ დღეს მისი ყველა აზრი მისაღებია...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია