დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლის ლექსები მკითხველის სამსჯავროზე
2014/06/02 16:33:22

„სკოლის დღიური“ გთავაზობთ ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლის, მაგდა სირბილაძის ლექსებს.

 

* * *

ცხოვრება თავად გვარგებს იმ ნიღაბს,

რომელიც უნდა ვატაროთ მუდამ,

ვმალავთ იმ ტკივილს, რომელსაც ვგრძნობთ და

გულის სიღრმეში დაგვაქვს ის სულ თან.

 

ვბაძავთ მსახიობს, შევდივართ როლში,

ვივიწყებთ განვლილ იმ გრძელ ბილიკებს,

დავხუჭავთ თვალს და ფიქრების ბოლოს

ღრმა ნოსტალგია მაინც იღვიძებს.

 

ცხოვრება ტანჯავს ადამიანებს

Dდა მაინც არ გვსურს პასუხი გავცეთ,

იმ დიდ ტკივილსაც, ის რომ გვაყენებს,

დაბინძურებულ წყალივით ვაქცევთ.

 

Mმინდა| შევეხო სცენის იმ ფარდას,

რომლის უკანაც კულისებია,

მინდა| შევიხსნა  მე  ის ნიღაბი,

ამ ცხოვრებას რომ უბოძებია.

 

მაგრამ ამაოდ ვბედავ ამის თქმას,

სურვილის მიღმა ხომ წესებია,

ამოუცნობი, მიუწვდომელი,

ცხოვრების მიღმა კულისებია.

 

 

 

 

ბედის ირონია

 

მუზა მომივიდა,  დავიწყე ლექსის წერა,

თითქოს კალამი უბრალოდრახუნებს,

ცხოვრება კი ბევრ მოგონებას

აფერმკთალებს და ურცხვად ახუნებს.

 

უკვე ფიქრს მიეცა მთელი მსოფლიო,

კაცი კაცს ვეღარ ენდობა,

ბედის ირონიაა ალბათ ეს ცხოვრება,

კეთილი ბოროტს თხოვს შენდობას.

 

წამიერ ცდუნებას ქვეყანა აჰყოლია,

იუდა ათასია გამცემი,

ერთი მიათითებს ვიღაც მეორეზე,

აი, ის კაცი მყავს ახლა საცემი.

 

მსოფლიო იწამლება ბინძურ ტყუილებით,

რომლებიც მრავლდებიან როგორც ბაქტერია,

შური და ბოღმა, ღვარძლი და ცოდვა,

თქვენ რომ იცოდეთქვეყნადრამდენია.

 

მელანი თავდება, ხელიც დაიღალა,

სხვისი ბოროტი ზრახვების წერით.

დიდ ბოდიშს მოგიხდით, მე არ გიერთდებით,

კარგ ადამიანებს კი გელით.

 

 

 

ჩვენი იმედია მაინც მომავალი

 

Mმხოლოდ მომაჩეჩეთ ნაფლეთი ფურცლის,

Mმინდა დავღალო კალამი სწრაფი,

მინდა გადმოვცე მე ის სათქმელი,

რომელიც უნდა მეთქვა და არ ვთქვი.

 

არ მინდა სიცივის, ქარიშხლის ძიება,

მაგრამ დრო ეძებს, იპოვის კიდევაც,

გონებას აღარ სურს სევდიან სიზმრების

დავიწყება და თან გამოფხიზლება.

 

სუნი მცემს მარტოობის, ალბათ ახლოსაა,

მაგრამ კვლავაც მინდა, რომ არ დამედევნოს,

გული ცემს, ჩემი გული უკვე დაიღალა,

იქნებ უნდა მხოლოდ ცოტა შეისვენოს.

 

ღამეში ფიქრები დაეხეტებიან,

მიტომ მეშინია უკუნ წყვდიადების,

სიზმარში დავინახავ ჩემს სულს ვედრებიანს,

თავზე რომ ადგია გვირგვინი გვირილების.

 

ოხვრა შემომესმის წვიმის დაწყებისას,

მოჩვენებითი და თავგზის ამბნევი,

სადღაც მელანდება უსასრულობაში

პატარა გოგონა თავზე თმის საბნევით.

 

გაოგნებული და თან გაფითრებული

იქნებ ისიც მხედავს, მასაც ველანდები.

სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ ყველაფერს,

თითქოს არც ვკვდები და აღარც ვცოცხლდები

 

უგუნურაზრებზე თავს უმალ ვიკავებ,

არ მინდა ტყუილი სიტყვების მოსმენა,

ოცნებას კაცი არასდროს მოუკლავს,

ადამიანობა არის თვით ოცნება.

 

გარეთ ვიხედები, რაღაცას მივაჩერდი,

სახე ჩამოსტირის მობერებულ ჭადარს,

ცაზეც კი ღრუბელი შავად იყურება,

ამინდი შეიცვლება, მოველი ისევ ავდარს.

 

ისევ უსასრულოდ გრძელდება ეს ცხოვრება,

მაგრამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული,

მწარე მოგონება თავბრუს კვლავ მახვევს და

თანაც მახსენდება ის დრო გარდასული.

 

სიცოცხლე ისეა ტკივილით გაჟღენთილი,

როგორც წვიმის შემდეგ მუხა ჩამომპალი,

წუთები გარბიან როგორც ერთიწამი,

დროის საათები, უმალ ჩამოჰკარით!

 

აღარ განიკითხოთ სულის სიფაქიზე,

ყველა სიტყვაც კი ხომ არის წარმავალი,

აღარ გააგრძელოთ ფუჭი არტისტობა,

ჩვენი იმედია მაინც მომავალი!

 

 

***

 

აღარ მინდა ფანდები,

ლეწეთ შუშაბანდები,

თქვენი იყოს წაიღეთ,

ეს ეკლებიც, ვარდებიც.

 

სულს უნდა, რომ დაგმარხოთ,

სადღაც სულის კუნჭულში,

მაგრამ მოგონებები,

კვლავაც ჩნდება უფსკრულში.

 

იღვიძებენ ჩრდილები,

ცეცხლიც ნელა ღვივდება,

მოლოდინში, დუმილში,

კვლავ სიმღერა იწყება,

 

ნაზი, როგორც ბულბული,

და გრძელდება ჰანგებად,

სულის სიღრმის ნაპრალში

ცრემლის კორიანტელად.

 

იფრინავენ მუზები,

ისინიც კი მტოვებენ,

ნუ უჯერებთ მათ ტყუილს,

ადვილად იგონებენ.

ჩემი გრძნობ ამტკიცეა,

არ უნდა მას მტკიცება,

წითელთავა ეშმაკი

ამიტომ მეჯიბრება,

 

რომ მე ვიცი რაც არის,

სიყვარული, დათმობა,

მეგობრობა, ერთობა,

მშობლის გულის გათბობა.

 

ჩქარა წადით, გამშორდით,

გაიარეთ ანაზდად,

არ მინდა, რომ ეს ფურცლები,

ჯოჯოხეთში იხმაროთ

ცეცხლმოსანთებ ქაღალდად.

 

მომიტანეთ ხატები,

მინდა ბევრჯერ ვემთხვიო,

აღარ მინდა სერიალი,

,,სამანტა და სერხიო.

 

სული მინდა ამოვითქვა,

ვნახო კარგი სიზმარი,

ცხოვრებაში სხვა რა გზაა,

აბა, ხალხო, მითხარით?!

 

დღეები რომ გაივლიან

და გაივლის ცხოვრებაც,

ჩემი მუზა ჩემთან მოვა

 

და კვლავ დამემონება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია