საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე" დასრულდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/06/02 15:59:07

„ჯორჯიან ამერიქენ ელოისის" მიერ დაფინანსებული ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე" დასრულდა. ათი ფინალისტი (მანანა ფრუიძე, მარიამ კოზმანიშვილი, ნინო მოდრეკილაძე, მანანა ნებიერიძე, ციური მესხიშვილი, რუსუდან გოგბერაშვილი, მზია თვალაბეიშვილი, ლევან ფანცხავა, ჯამბულ გამცემლიძე, როინ აბუსელიძე) 31 მაისს საჩხერეში 14 საათზე უნდა შეკრებილიყო. სამწუხაროდ, ფინალისტებიდან 4 ვერ ჩავიდა საჩხერეში (სამი ემიგრანტი _ გასაგები მიზეზების გამო, ხოლო ფინალისტი როინ აბუსელიძე _ ამ დროისათვის გაურკვეველი მიზეზით).

 ჟიურის სამი წევრი დამოუკიდებლად აფასებდა ლექსებს ათბალიანი შკალით. მაქსიმალური შეფასება მიიღო ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა მანანა ფრუიძემ, მეორე ადგილზე ჟურნალისტი ლევან ფანცხავა გავიდა, ხოლო _ მესამე ადგილზე თელაველი მარიამ კოზმანიშვილი.

 საპრიზო ფონდი 500, 300 და 200 ლარს შეადგენდა. როგორც ახლახან გვაცნობეს, „მოდინახეს" პირველი კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი უარს აცხადებს პრიზის მიღებაზე და თანხის გადარიცხვას მოითხოვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლისათვის.

კონკურსს მხარს უჭერდა შპს „ჩიხურა" და ფონდი „მოდინახე". ფონდმა თავის მხრივ დააწესა საკუთარი სიმპათიის აღსანიშნავი პრიზები: მზია თვალაბეიშვილისა და ციური მესხიშვილისათვის აკაკი წერეთლის ტომეულები.

 კონკურსის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ „ელოისის" წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ მომავალ წლებშიც  დააფინანსებენ ამავე პროექტს და ტრადიციად აქცევენ ამ კონკურსს.

 ფინალისტებმა მოინახულეს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი  და პაოლო იაშვილის სახლი, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაში.

 ფინალისტებმა აღნიშნეს, რომ „მოდინახე" მცირე, მაგრამ სალონური კონკურსია, რომელსაც არ აქვს მძაფრი კონკურენციის ელფერი. მომდევნო წლის ამავე კონკურსის ჟიურის წევრი იქნება პირველი ადგილის მფლობელი მანანა ფრუიძე, რომელიც ონლაინ რეჟიმით მაინც მოახერხებს ლექსების შეფასებას.

 კონკურსს დაესწრნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის რამდენიმე წევრი, რომლებმაც სიხარულით აღნიშნეს „მოდინახეს" დაარსება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია