საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შოთა მურღულია საარჩევნო კანონმდებლობას არღვევს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/02 15:53:43

ქუთაისში გარეგანათების ბოძებზე "ქართული ოცნების" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პლაკატებია გაკრული. რაც საარჩევნო კანონმდებლობით იკრძალება. 

აღნიშნულ კანონზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დადგენილება ქუთაისის საკრებულომ მიმდინარე წლის 24 აპრილს მიიღო. დადგენილების შესრულებაზე პასუხისმგებლობა  მერის მოვალეობის იმჟამინდელ შემსრულებელს შოთა მურღულიას ეკისრება. რომლის პლაკატებიც მრავლად არის გაკრული აკრძალულ ადგილებში.

შეგახსენებთ, რომ მურღულია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატია.

არღვევს თუ არა მურღულია კანონმდებლობას, მაშინ, როცა მან აღნიშნული აკრძალვის შესახებ ბრძანების შესრულებასზე პასუხისმგებლობა თავად აიღო?  მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონდარღვევის ფაქტს მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება.


 „დაუშვებლია პლაკატების და სააგიტაციო მასალების გაკვრა ისეთ ადგილებში, სადაც საკრებულოს დადგენილებით არის აკრძალული. კონტროლის მექანიზმები ხელის გადაგრეხვას არ ითვალისწინებს, მაგრამ კანონის შესაბამისად რეაგირებას მოვახდენთ.  აქამდე იმიტომ არ მივმართეთ სადამსჯელო მექანიზმებს, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ვინმეს დაჯარიმება სხვანაირად აღიქმებოდა. ჩვენ დავასურათებთ ყველა ფაქტს და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ“-განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

 

ქალაქში გარეგანათების ბოძებზე  სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატებიც არის გაკრული.


საკრებულოს დადგენილებით სააგიტაციო მასალების გაკვრა აკრძალულია: " საკულტო ნაგებობებზე, კულტურულ ძეგლებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში,  საგზაო ნიშნებზე, ბაღებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრებისა და რეაბილიტირებული შენობების ფასადებზე, აგრეთვე ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული გარეგანათების ბოძებზე".

საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დღეს საარჩევნო ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" გააპროტესტა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია