დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელი „ნაციონალების“ ექსპერიმენტი თუ დადგმული შოუ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/31 13:26:52

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი გია თევდოორაძე პარტიის წევრებთან ერთად დღეს, ქუთაისის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარს ეწვია. როგორც „ნაციონალებმა“ აღნიშნეს მსგავსი ექსპერიმენტით ცდილობდნენ დაადგინო რამდენად კარგ მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა.

„ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეკონომიკა ვითარდება, თუმცა რეალობა სულ სხვაზე მეტყველებს. სწორედ ამიტომ,  ჩვენ გადავწყვიტეთ ექსპერიმერნტი ჩავატაროთ, მოვედით ქალაქის ერთ-ერთ აგრარულ ბაზარში, რადგან თქვენთან ერთად გავიგოთ აქ მომუშავე ადამიანებისგან ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა თუ გაიზარდა მყიდველთა რაოდენობა. ვინაიდან ბაზარი ეკონომიკის მაჩვენებლის ყველაზე კარგი ინდიკატორია  “-განაცხადა გია თევდორაძემ.


„ნაციონალური მოძრაობის“ ბაზრობაზე მისვლამ თანამშრომლებში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. ნაწილი აღნიშნავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბაზრობაზე ბევრად კარგი მუშაობა ჰქონდათ და ქვეყანაშიც უკეთესი მდგომარეობა იყო,  რისი ერთ-ერთი ხელშემწყობიც გარევაჭრობის გაუქმება იყო. ნაწილი კი „ნაციონალებს“ შოუს დადგმაში სდებდა ბრალს.


„საგრძნობლად შემცირდა მყიდველთა რაოდენობა, ვინ შემოვა ბაზარში, როდესაც გარეთ იყიდება ყველაფერი. ჩვენით უნდათ ბიუჯეტის შევსება, სხვები კი ქუჩაში უფასოდ მუშაობენ. გია თევდორაძის მერობის დროს ქალაქში  გარევაჭრობა აკრძალული იყო და ასე თუ ისე ბაზარი მუშაობდა“-განაცხადა ბაზრის თანამშრომელმა მაყვალა ნანიტაშვილმა

თუმცა მისმა  განცხადებამ სხვა მოვაჭრეთა უკმაყოფილება გამოიწვია.


„რას ნიშნავს  თევდორაძის მერობის დროს გარევაჭრობა არ იყო? 15 წელია ჭავჭავაძეზე ვცხოვრობ და დღედაღამე მოსვენება არ მაქვს, რადგან გარემოვაჭრეები ადგილებისთვის 15 წელია ჩხუბობენ. სირცხვილია,  რომ ამ ფარსის დასადგმელად და ქულების ჩასაწერად ქალები დაიქირავეს. ვიცი, რომ ქუჩაშიც გაჭირვებული ხალხი დგას, მაგრამ ჩვენ რა გავაკეთოთ, ხალხმა, რომლიც არც ერთ ხელისუფლებას  არ ახსენდება. რა სინდისით მოდიან ჩვენთან? როგორც მამაჩემი აღარ დაბრუნდება ამ ქვეყნად, ისე „ნაციონალური მოძრაობა“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში“-აღნიშნა ხათუნა ბობოხიძემ.


შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის ბებია ლიზი კაკინოვაც იმყოფებოდა, რომელიც ბაზრობაზე ვეტერინარად მუშაობს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2496
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია