დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდზე გადადის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/30 17:44:19

პროექტინარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებშიკიდევ ერთხელ განიხილეს ქუთაისში.


შეხვედრაზე, რომელიც სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში გაიმართა წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ნარჩენების მართვის სფეროში ევროკავშირის ქვეყნებში არსებული თანამედროვე გამოცდილების შესახებ. განხილულ იქნა 2005 წელს შემუშავებული ქუთაისის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული პროგრამისქალაქი ნარჩენის გარეშეშესრულების საკითხი.

 

 პროექტი ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შეჩეულ ქალაქებში 2013 წლის 10 აგვისტოდან ევროკავშირისშავი ზღვის აუზის 2007-2013 წწ. პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს აღნიშნული ქვეყნების ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. რომლის მიზანსაც ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდებით დანერგვის შესახებ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. უნდა მოხდეს გეგმის შემუშავება. ჯერ ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამდეროვე მეთოდის დანერგვის შესახებ კანონი არ არსებობს,  მაგრამ არსებობს კანონპროექტი. აუცილებლად უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა, ამიტომ მიმდინარეობს მსგავსი შეხვედრები“-განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ.

 

 

შეხვედრაზე, ასევე აღინიშნა, რომ  ნარჩენების მართვა იერარქიის მიხედვით უნდა მოხდეს. ესენია: ნარჩენების თავიდან აცილება, მინიმალიზაცია, ხელმეორედ გამოყენება, მეორადი გადამუშავება, ენერგიის აღდგენა და ნაგავსაყრელზე განთავსება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია