დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი მედიის ასოციაცია მერაბ როდონაიაზე ძალადობის და მუქარის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/30 05:10:42

 

27 მაისს, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, ჟურნალისტ მერაბ როდოანიას მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას და მუქარას. მას უკანონოდ შეუშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.


მერაბ როდონაიას განმარტებით, არჩევნების გაშუქების მიზნით, ის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მაგდალინა თოდუას შეხვედრას ამომრჩევლებთან.


„კამერა ამოვიღე ჩანთიდან და გადაღება დავიწყე. ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ხელი მომკიდეს და ძალის გამოყენებით გამიყვანეს. ისინი ამბობდნენ, რომ ამ ყველაფერს, რასაც გადავიღებდი, „ფეისბუქში“ გამოვაქვეყნებდი, რაც მათ არ უნდოდათ. წამართვეს ვიდეოკამერა, დამემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებითა და მანქანის საბარგულში ჩაკეტვით.


მე მათ ვუთხარი ვინც ვიყავი, რომელ ორგანიზაციას წარმოვადგენდი და მაინტერესებდა, რატომ ითხოვდნენ ჩემგან გადაღების შეწყვეტას. ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებდნენ ძალადობას და მუქარას.კამერა 20 წუთის შემდეგ დამიბრუნეს. კადრები წაშლილი იყო. ადგილზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნებიდან“ზუგდიდისგამგებლობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და მაჟორიტარობის კანდიდატები: მერაბ ქვარაია და მაგდალინა თოდუა“, – აღნიშნავს მერაბ როდონაია.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154–ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ე.ი. მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისიგავრცელებისაგან, დასჯადი ქმედებაა.


 

ახალი მედიის ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულად და ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და მოახდინოს ადეკვატური რეაგირება. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია