დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
16 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს
2014/05/29 14:48:24

კახეთში 16 წლის შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ხასიათის  მოქმედების იძულების ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავეს. სიღნაღის პროკურატურის ინფორმაციით, მამასა და შვილს შორის გარყვნილი ქმედების  ფაქტი სამჯერ მოხდა. პროკურატურის ცნობით, მამაკაცი ბრალს არ აღიარებს, თუმცა მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მამას არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა.


როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის პროკურორის მოადგილე იოსებ გულოშვილმა განუცხადა, გოგონას მშობლები დაშორებულები არიან და ბავშვი დროებით მამასთან და დედინაცვალთან ცხოვრობდა, რადგან დედა სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა.

 

„საჩივარი გოგონამ და დედამ შემოიტანეს. მამაკაცი იმავე დღეს დააკავეს. ყველა მხარეს ჩამოერთვა ჩვენება. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, წარდგენილი ბრალი დასტურდება. ასეთ ფაქტს ადგილი სამჯერ ჰქონდა, 2013 წლის თებერვალსა და აგვისტოში და მიმდინარე წლის მაისში. ამ პერიოდში გოგონა მამასთან ცხოვრობდა“, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს იოსებ გულოშვილმა.

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 139-ე მუხლის მეორე ნაწილით (სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება) და 141-ე მუხლით (გარყვნილი ქმედება) მიმდინარეობს.

 

მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

 

ბოლო პერიოდში კახეთში გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტები გახშირდა.

 

მაისში პროკურატურამ ლაგოდეხის რაიონში არასრულწლოვანის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 მამაკაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 15 წლის გოგონას. მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს უამბო, რომ მაშინ მოიტაცეს, როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, 3 დღის განმავლობაში გატაცებული ჰყავდათ და 17 წლის საქმრო მას მანქანაში ყოველ ღამით აუპატიურებდა. „მეუბნებოდა, ეს აუცილებელი წინაპირობა იყო, ჩემთან რომ დარჩე და არ მიჩივლოო“, – აღნიშნა გოგონამ, რომელმაც გამტაცებელს ცოლობაზე უარი უთხრა.

 

მიმდინარე წლის აპრილში, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ 55 წლის მამაკაცს, რომელსაც პროკურატურა 10 წლის გოგონას ცემასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამაკაცი გოგონას ნათლიაა.

 

2014 წლის მარტში, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, 21 წლის ბიჭი 68 წლის ქალის გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს, წინააღმდეგობის გაწევისას ბიჭმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.

 

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, 36 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით 41 წლის მამაკაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლი მამაკაცი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა.

 

2013 წელს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისრამდენიმე ფაქტის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

 

10 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 46 წლის მამაკაცს, რომელიც ამნისტირებული იყო, პროკურატურამ ბრალი შეუმსუბუქა, სასამართლომ კი წელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა.

 

პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 65 წლის მამაკაცთან, სასამართლომ კი ბრალდებულს სასჯელის სახით 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

 

ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. მამაკაცი თავის ოჯახთან ერთად გოგონას ბებიის კუთვნილ სახლში ცხოვრობდა და როცა გოგონა ბავშვთა სახლიდან ბებიასთან იყო წასული, მამაკაცი მას საჭმელს არ აძლევდა, ვიდრე სექსუალურ ურთიერთობაზე არ დაითანხმებდა. მოგვიანებით, არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით კიდევ 2 პირი, 18 და 20 წლის მამაკაცები დააკავეს.

 

ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა 57 წლის მამაკაცი 9 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის დააკავეს. თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

 ნათია დანელიშვილი

წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია