დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/29 12:26:03

საარჩევნო ბლოკ  „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ ქუთაისის ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობას საჯარო ინფორმაციის მიზანმიმართულად დამალვაში ედავება. ბლოკის საარჩევნო სიის პირველი ნომრის გოგი წულაიას განცხადებით, მარტში გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.


 

„ქუთაისის მერიას მივმართეთ, წერილობით მოეწოდებინათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საჯარო მოხელეების გადაადგილებისთვის ყოველ თვეში რამდენი ლარის საწვავი იხარჯება, ასევე რა თანხები დაიხარჯა მივლინებებზე, ვინ იყვნენ მივლინებებში წასული და სად? ბოლოს კი გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, მერიის რამდენი თანამშრომელი გავიდა წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებაში? მაგრამ ქუთაისის მერიამ დაარღვია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ კანონი და მიზანმიმართულად დაგვიმალა ინფორმაცია. სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლება არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“ და მათ ტრადიციებს უცვლელად აგრძელებს. ჩვენ ეს ხელისუფლება ცვლილებებისთვის ავირჩიეთ, თორემ მიშას პიროვნულად კი არაფერს ვერჩოდით. „ქართულმა ოცნებამ" გააჩერა და გაყინა ქუთაისი,“–განაცხადა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2645
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია