დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ვირუსული მენინგიტის შემთხვევები იკლებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/28 12:08:42

მოზარდებში ვირუსული ინფექციის გავრცელების კუთხით, ქუთაისი თბილისის შემდეგ მეორე ადგილზეა.


დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ქუთაისში, ვირუსული მენინგიტის 60 შემთხვევაა დაფიქსირებული. მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე კი 30.5-ია.


ვირუსული მენინგიტის შემთხვევები ქუთაისის მაცხოვრებლებში  დღიურად, 24-27 მაისის მონაცემებით, კლებადია. კერძოდ:24 მაისს  ქუთაისში, ვირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, 25 მაისს-5, ასევე 5 ინფიცირებული გამოვლინდა 26 მაისსაც, ხოლო 27 ში-4.


ქვეყნის მასშტაბით, ვირუსული მენინგიტის 384 შემთხვევაა დააფიქსირებული.

 

შეგახსენებთ, რომ ვირუსული მენინგიტი ძირითადად, მცირე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. ამჟამად ქუთაისში, ვირუსის გავრცელების გამო საბავშვო ბაღებში და სკოლებში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე  შეჩერებულია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია