დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დაესხა თავს რეზო თაბუკაშვილი ზურაბ ჭიაბერაშვილს
2014/05/27 15:30:40

ნაციონალური მოძრაობის წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილს აბაშიძის ქუჩაზე, ლიტერატურულ კაფეში ყოფნისას, თავს დაესხნენ.

 

ჭიაბერაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

 

ჭიაბერაშვილთან ერთად ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია და GIPA-ს საერთაშორისო პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე იმყოფებოდნენ. ლადარიას თავდამსხმელებმა სახეში მდუღარე ჩაი შეასხეს.

 

დაზარალებულებმა თავდამსხმელები ამოიცნეს. მათი ცნობით, კაფეში შესულებს თავს რეზო თაბუკაშვილი და რეჟისორი გიო მგელაძე დაესხნენ, ნოდარ ლადარიას ცხელი ჩაი გადაასხეს, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს ჭიქა თავში ჩაარტყეს. 

 

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია