დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი?“ - გამოკითხვა ქუთაისში - ვინ უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას ხელი?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/27 14:08:24

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.


აღმოსავლეთ პარტნიორობისრიგით მესამე სამიტის ფარგლებში ასოცირების შესახებ ხელშეკრულების განხილვა ბოლო პერიოდში აქტუალურ თემად იქცა. მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ მოაწერს ხელს აღნიშნულ დოკუმენტს. პრეზიდენტი, თუ პრემიერი.


დავინტერესდით საზოგადოებრივი აზრით და ქუთაისის მოსახლეობას მივმართეთ კითხვით: მათი აზრით, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრუალებას?


ქუთაისელთა უმრავლესობა მიიჩნევენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის პირველმა პირმა უნდა მიიღოს.


გოჩა აბდალაძე: „ჩვენ, საერთოდ, გვყავს პრეზიდენტი? სხვას რას აკეთებს, აბა, ქვეყანაში? არაფერი არ შეუცვლია სასიკეთოდ, ახლა კი ასეთ მნიშვლელოვან საქმეს სხვას აბარებს. ეს არ არის სწორი."


ჯუმბერ არაბიძე: „თუ სახელმწიფო გვქვია, წესით და რიგით მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულოებას, მაგრამ ჩვენი პრობლემაც იმაშია, რომ ჩვენ არა ვართ სახელმწიფო, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ აიღებს თავზე ამ საქმეს."


ზაურ ამაღლობელი: "რა თქმა უნდა პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, აბა რისი პრეზიდენტია თუ ასე გადააბარა სხვებს მისი მოვალეობები."


ნუკრი ბურჯანაძე: „როგორც წესი, პრეზიდენტი უნდა ასრულებდეს ასეთ მნიშვნელოვან ფუნქციას, მაგრამ, ჩემი აზრით, მარგველაშვილს ის მთავარი "ძარღვი" აკლია, რაც ღარიბაშვილს აქვს, ეს სახელმწიფოს მართვაზე სწორად მიდგომის და თანანმდებობაზე კარგად მორგების უნარია. არსებითი მნიშვლელობა არ აქვს რომელი მათგანი მოაწერს ხელს დოკუმენტს, მთავარი ის არის, რა შედეგებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეს ხელშკრულება. მაგრამ, მაინც ვთვლი, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფრო უნდა აქტიურობდეს ასეთ მნიშვნელობვან საკითხებში."


თეიმურაზ მჟავანაძე: „ჩვენ მარგველაშვილს ვანდეთ სახელმწიფო, მას დავუჭირეთ მხარი იმიტომ, რომ საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები გაეკეთებია, მაგრამ მე პირადად, მისი გაკეთებული კარგი ვერაფერი დავინახე. ქვეყანაში პირველი პირია და, შესაბამისად, თვითონ უნდა ასრულებდეს იმ ვალდებულებებს, რაც მას აკისრია და არ უნდა გადაამისამართოს მისი მოვალეობები თანანმდებობის სხვა პირებზბზე."


შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნები უფრო მეტად დაუახლოვდებიან ევროკავშირის სტანდარტებს და ნორმებს. 


ცნობილია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება  ბრიუსელში 2014 წლის 27 ივნისს დაიდება.


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ასოცირების ხელშკრულების შეთანხმების დადების უფლებამოსილება პრეზიდენტის მოვალეობის სფეროშია, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ეს მოვალეობა ერთჯერადად საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუთმო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია