დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნებიდან“ 8 წევრის გარიცხვას აპირებენ - ვინ გადაუხვია „ბიძინას კურსიდან“?
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/05/27 12:22:50

რატომ რიცხავენ წევრებს მმართველი პარტიიდან ლანჩხუთში და ვინ გადაუხვია „ბიძინას კურსიდან“

 

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის საარჩევნო შტაბსა და „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო შტაბს შორის დაპირისპირება აშკარა გახდა, ორივე ფრთამ გადაწყვიტა, ბრძოლა აქტიურ ფაზაში გადასულიყო.


რამდენიმე დღის წინ „ურჩ წევრებთან“ დაკავშირებით, რომლებიც კოალიციის კანდიდატს გამგებლის პოსტზე, ზაზა ურუშაძეს მხარს არ უჭერენ, განცხადება გაავრცელა „თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის გამგეობამ, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

„თავისუფალი დემოკრატების“ ლანჩხუთის ორგანიზაციას, როგორც კოალიციის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სუბიექტს, საარჩევნო პროცესის უკეთ წარმართვისთვის აუცილებლად მიაჩნია „ქართულმა ოცნებამ“ უსწრაფესად მიიღოს ზომები პარტიის იმ წევრების ორგანიზაციიდან გასარიცხად, რომლებიც გამგებლობის სხვა კანდიდატს, ბორის ჭყონიას, ეხმარებიან.

ასევე აუცილებლად მიგვაჩნია მსგავს ქმედებებში შემჩნეული პირების არჩევნებიდან მოხსნა. ასეთებია სიის მეშვიდე ნომერი ამირან ქანთარია და მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ შუხუთში აკაკი იმნაიშვილი.

 

პროცესის გაჭიანურება გააღრმავებს დაბნეულობას საზოგადოებაში და შეასუსტებს ჩვენს საარჩევნო რეიტინგს“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

„ქართული ოცნების“ ბიურომ რამდენიმე დღის წინ სხდომა გამართა, რომელზეც მიიღო 8 წევრის საკითხი პოლიტსაბჭოსთვის ეცნობებინა. საუბარია იმ წევრებზე, რომლებიც კოალიციის რიგებს არ ტოვებენ, მაგრამ გამგებლის პოსტზე კოალიციის კანდიდატს, ზაზა ურუშაძეს მხარს არ უჭერენ.


psnews.ge ინფორმაციის გადამოწმება „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანზიაციის თავმჯდომარესთან, გოგი ხელაძესთან შეეცადა, თუმცა ხელაძემ ჩვენთან კომენტარზე უარი განაცხადა და ქართული ოცნების საარჩევნო სპეციალისტთან და შტაბის წევრთან,  ია ჩხაიძესთან გადაგვამისამართა:


- დაირღვა პარტიის წესდება, რომელიც ყველა წევრისთვის უპირველესი და სავალდებულოდ შესასრულებელია. წესდების დარღვევა გამოიხატება იმაში, რომ ეს ადამიანები არ უჭერენ მხარს გამგებლის პოსტზე კოალიციის კანდიდატს, არც პარტიული სიის მხარდამჭერები არიან და არც მაჟორიტარი კანდიდატების, – გვითხრა ია ჩხაიძემ.


მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს წინაშე დააყენეს შემდეგი ადამიანების გარიცხვის საკითხი: „ქართული ოცნების“ ბიუროს ყოფილი წევრი მაკა კვირკველია, ბიუროს წევრი ნიკოლოზ ვადაჭკორია, არტიის წევრების: გიორგი იმნაიშვილი, გიორგი ჩიჩუა, ნიკა კვირკველია, ოთარ ანდღულაძის, ნესტორ მგელაძის, დავით შეიზაშვილის.


- ორმა, ნიკოლოზ კვირკველიამ და გიორგი ჩიჩუამ დამოუკიდებლად დააყენ კანდიდატურ და თავისთავად დატოვეს პარტია. დანაჩენები კი ღიად აფიქსირებენ მხარდაჭერას ბორის ჭყონიას მიმართ, – დასძინა ჩხაიძემ.


ჩვენს კითხვაზე, რატომ ჩაიშალა რამდენჯერმე ბიუროს სხდომა, რესპონდენტმა გვიპასუხა:


- საარჩევნო პერიოდში გვინდოდა, თავშეკავებული ვყოფილიყავით, მაგრამ ის ადამიანები, ვინც არიან ჭყონიას მხარდამჭერები, აცხადებდნენ, რომ არიან ქართული ოცნების წევრები, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს წესდებასაც და საკადრო პოლიტიკასაც. ჩვენი მაჟორიტარების მოთხოვნა იყო, იმისათვის, რომ სრულყოფილად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია და ხალხი შეცდომაში არ შეეყვანათ, მიგვეღო სათანადო ზომები.


ჩვენი ინფორმაციით, მმართველი პარტიის შტაბს დაფიქსირებული ჰყავს ის მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებიც კოალიციის სახელით იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ურუშაძის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.  ეს ინფორმაცია ია ჩხაიძემ არ დაგვიდასტურა:


- პირველად თქვენგან ვიგებ ამ ინფორმაციას. არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი რომელიმე მაჟორიტარი კანდიდატი გასულია კოალიციური რეჟიმიდან და სხვა კანდიდატს უჭერს მხარს.


თავის მხრივ, ბორის ჭყონიას საარჩევნო შტაბში „ქართული ოცნების“ განცხადებაზე ასეთი კომენტარი გააკეთეს:


„ჩვენ ვართ ბიძინა ივანიშვილის კურსის გამტარებლები და ნამდვილად ვერ დავუდგებით „ქართული ოცნების“ იმ ადგილობრივ ორგანიზაციას, რომელმაც მის კურსს გადაუხვია“.

 

ჩვენ დავუკავშირდით ამირან ქანთარიას, რომელზედაც „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო საუბარი და ვთხოვეთ ეპასუხა ერთ კითხვაზე: უჭერს თუ არა მხარს კოალიციის კანდიდატს გამგებლის პოსტზე, ზაზა ურუშაძეს?


 

ამირან ქანთარიამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა, თუმცა, თუკი გავიხსენებთ მის დამოკიდებულებას ურუშაძესთან, გამორიცხული არაა, მხარს გამგებლობის „ოცნების“ კანდიდატს ისიც არ უჭერდეს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია