საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ერთი დღე პოლიტიკის გარეშე"-"ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" მოწოდება ქუთაისელებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/25 14:18:46

პარტია "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" ქუთაისის შტაბის ხელმძღვანელმა დავით წიტაიშვილმა და ხელოვანმა ლაშა ნიქაბაძემ ბრიფინგი გამართეს.

 

ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელოვნების მოღვაწეებს ხვალ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გელათში ერთად შეკრებისკენ მოუწოდებენ.

 

"ერთი დღე პოლიტიკიკს გარეშე-ეს ჩვენი მოწოდებაა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკური პარტიას, შემოგვიერთდნენ და ერთად დავდგათ ფეხი დიდი დავით აღმაშენებლის საფლავზე. ერთი დღით დავივიწყოთ პოლიტიკა და პატივი მივაგოთ ხვალინდელ დღეს, გვერდზე გადავდოთ პირადი ინტერესები და ერთად დავდგეთ საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

 

"მოვუწოდებ ყველა ხელოვანს შემოგვიერთდნენ და ერთად წავიდეთ გელათში. გავატაროთ ერთი დღე მშვიდად, ხმაურის გარეშე,"-განაცხადა ხელოვანმა ლაშა ნიქაბაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2251
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია