დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერობის ქალი კანდიდატი საარჩენვოდ მედიის მუშაობით უკმაყოფილოა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/24 13:32:32

საარჩევნო ბლოკის “თვითმმართველობა ხალხს” ქუთაისის მერობის კანდიდატის ხათუნა მაჭავარიანის თქმით, წინასაარჩევნოდ არათანაბარი მედია გარემო არსებობს, რაც ხელს უშლის ამომრჩეველს  სრული ინფორმაცია ჰქონდეს მათი საარჩევნო პროგრამის შესახებ.


ხათუნა მაჭავარიანი კონკრეტულად, საზოგადოებრივ მაუწყებელის მუშაობით არის უკმაყოფილო. მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციებს  ფინანსების დეფიციტი აქვს და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი, როგორც რეკლამის კუთხით, ასევე, მედიის გაშუქების თვალსაზრისით.


"მინდა საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისი ფუნქცია შევახსენო, რომ  ყველა პარტიის ბრიფინგი თანაბრად გააშუქოს. მხოლოდ რეგიონული მედია არ უნდა აშუქებდეს ჩვენს ბრიფინგებს. ამის გამო, სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებამ ჩვენს შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო, ეს კი არ შეიძლება. თუკი ამომრჩეველს არ ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ვთავაზობ, ბუნებრივია ვერ ამირჩევს,“-განაცხადა  ხათუნა მაჭავარიანმა.


შეგახსენებთ, რომ სააჩევნო ბლოკი  “თვითმმართველობა ხალხს” სამი პარტიაა გართიანებული: “საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისთვის და თანასწორობისთვის,” "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის,”  და “ევროპელი დემოკრატები”. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2596
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია