დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობა შეაჯამეს
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/05/24 01:05:51

სასტუმრო "რჩეულში"  სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მასსი მონაწილეობა მიიღეს იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა,სკოლის დირექტორებმა,სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა,იმერეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ხელისუფლების,საგანმანათლებლო რესურს ცენტრების წარმომადგენლებმა,მოწვეილმა სტუმრებმა.


პირველ ეტაპზე მოხდა ოთხი წლის მანძილზე პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ამსახველი ფოტოების გამოფენა.

გამოფენის შემდეგ სამოქალაქო კლუბებმა წარმოადგინეს პროგრამის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების პრეზენტაციები. ასევე,მოხდა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტებისა და დამოუკიდებლად მოპოვებული თანხებით განხორციელებული ინიციატივების პრეზენტაციები.


შეხვედრა ორგანიზებული იყო სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International (ცნობილი,როგორც პროექტი ჰარმონია) ა.შ.შ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით.


პროგრამის მიზანია,საქართველოს საჯარო სკოლებმა უზრუნველყოს ხარისხიანი სამოქალაქო სწავლება მე–9,მე–10,მე–11,მე–12 კლასის მოსწავლეთათვის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.ვინაიდან,მათ შეძლონ ნასწავლის ყოველდღიურ,პრაქტიკულ საქმიანობაი გამოყენება და ხელი შეუწყონ საზოგადოების მონაწილეობას სამოქალაქო და დემოკრატიულ პროცესებში.


მარინა უშვერიძე (PH International-ის სამოქალაქო პროგრამის დირექტორი) :–" კმაყოფილი ვარ ღონისძიებით და უფრო კმაყოფილი ვარ იმით,რომ ჩანს რეალური შედეგი ბავშვების ქცევაში,აღსანიშნავია,რომ ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ 16–17%–ით გაიზარდა ახალგაზრდების აქტიურობა,პრობლემებზე რეაგირება,პასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის მეტად გათავისება. მნიშვნელოვანია ის,რომ ბავშვები თავად არიან საქმის მონაწილენი,სწავლობენ, თუ ვის უნდა მიმართონ,როგორ გადაინაწილონ როლები,როგორ შეადგინონ გეგმები და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გასახარია იმერეთში, დაახლოებით, 30 000 ადამიანი იყო ამ პროექტით მოსარგებლე."


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2205
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია