დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრენინგი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/05/23 11:15:49

„სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი CSMDI,  რეგიონულ დამოუკიდებელ გაზეთ P.S.–თან ერთად აგრძელებს აქტივობას – „დემოკრატიული მრავალფეროვნება“.

 

31 მაისს 12 საათზე აღნიშნული აქტივობის ფარგლებში  ქუთაისში, გაზეთ P.S.-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება უფასო ტრენინგი  თემაზე:

 

მედია მრავალფეროვნების გაშუქება და  სამართლებრივი პრინციპები.

 

ტრენინგი განკუთვნილია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ჟურნალისტიკით დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

 

ტრენინგის თემატიკაა:

 

·        უმცირესობების პრობლემების გაშუქება და მედია მრავალფეროვნება;


·        სამართლებრივი პრინციპები ქართული მედიისთვის და ანტიდისკრიმინაციული კანონი.

 

ტრენინგში მონაწილეობისთვის განაცხადები მიიღება 28 მაისამდე.

 

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგვიგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე ან მოგვწეროთ შემდეგი ინფორმაცია: 1. სახელი და გვარი. 2. პროფესია (სპეციალობა). 3.სამუშაო ადგილი და პოზიცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 

სემინარი გაიმართება ქუთაისის პრესის სახლში, რუსთაველის 37ა, მე–4 სართული, გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" რედაქცია.

ყველა მონაწილე მიიღებს სერთიფიკატს

  

 

საკონტაქტო პირი: 

მაგდა ჩინიჯიშვილი

email: csmdigeorgia@gmail.com

ტელ: 557915992

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია