დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/22 12:17:13

„ლეიბორისტული’“ პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებისთვის აქტიურად ემზადება. ორგანიზაციის თავმჯდომარის სამსონ გუგავას განცხადებით, „ოცნების“ აქტივისტები კარდაკარ დადიან და აღრიცხავენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლებია საქართველოში არ იმყოფებიან.


„ეს არის „ნაციონალების მიერ გაყალბების  აპრობირებული მეთოდი, რომელსაც ახალი ხელისუფლებაც იყენებს. არსებული სიით კი არჩევნების გაყალბება იგეგმება.მოვუწოდებ, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ნუ გააგრძელებენ აღნიშნულ საქმიანობას, რადგან ამით მაღალჩინოსნებს არაფერი დააკლებათ, მათ კი 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ. ეს პროცესი მთელ საქართველოში მიმდინარეობს, მარტო ქუთაისში უმისამართოების ხარჯზე ამომრჩეველთა რაოდენობა 5000 ადამიანით შემცირდა“-განაცხადა სამსონ გუგავამ.


„ლეიბორისტული“ პარტიის ქუთაისის ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს აღნიშნული საქმით დაინტერესდეს.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2727
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია