საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რომელი პარტიის დაკვეთით ტარდება „უკანონო აგიტაცია“ ქუთაისში?
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/21 15:02:28

პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის" პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ქუთაისში, ლევან გოცაძემ, ბრიფინგი გამართა. მისი ცნობით, ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში, ერთ-ერთი კონკურენტი პარტიის უკანონო აგიტაცია ფიქსირდება.


კერძოდ, კონკრეტული პიროვნება „კარდაკარის" პრინციპით დადის და წინასაარჩევნოდ ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვას,  მოსახლეობას საარჩევნო საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებს, სადაც, მხოლოდ რამდენიმე პარტიაა ნახსენები. ესენია: „ქართული ოცნება,“ „ნაციონალები“, „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" და „ლეიბორისტული პარტია“, დანარჩენები კი მოხსენიებულია მხოლოდ „სხვა პარტიებად“.


„ეს ფაქტი გუშინ დავაფიქსირეთ, ერთი პიროვნება დადის კარდაკარ და ხალხს თავს საოლქო კომისიის წევრად აცნობს, ურიგებს ბლანკებს, სადაც ამორჩევითაა პარტიები წარმოდგენილი და ეუბნება, რომ ეს არის საოლქო კომისიის მიერ დამზადებული ოფიციალური დოკუმენტი. დაუშვებელია ამგვარი აგიტაცია, ხალხი შეცდომაში შეჰყავთ და მხოლოდ რამდენიმე პარტიის არსებობას ეუბნებიან, ჩვენ იმ სიაში რატომღაც ვერ მოვხვდით. ეს დანაშაულია,"-აცხადებს ლევან გოცაძე.


მისივე განცხადებით, აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საქმის კურსშია პარტიის წარმომადგენლობა თბილისში  და ეს საკიხი უფლებათაშორის კომისიაში განიხილება.


ლევან გოცაძის თქმით, მისთვის ცნობილია აღნიშნული პირის ვინაობა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მას არ ასახელებს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2708
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია