დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა პრობლემებს გაეცნო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/21 12:48:26

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ქარძმანის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.


ხელისუფლების წარმომადგენლებმა რვა ადგილობრივ ოჯახს სასმელი წყლის მილებიც გადასცეს. იმერეთის გუბერნატორმა სხვიტორის ხიდზე მიმდინარე სამუშაოებიც მოინახულა. აღნიშნულ ხიდს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის 12 სოფელს აკავშირებს ცენტრთან. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 489 000 ლარით აფინანსებს.


იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციაქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვისწევრებთან ერთად ცამეტ შეზღუდული შესაძლებლობი მქონე პირს ინვალიდის ეტლი გადასცა.


 იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საზოგადოებრივ აქტივთანაც გამართა შეხვედრა.


 

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებმა მიმდინარე წლის 4 თვის ანგარიში წარმოადგინეს, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია