საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გაიზრდება თუ არა ასაკობივი ზღვარი ტოტალიზატორებსა და სამორინეებში
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/05/21 12:16:25

 სათამაშო ბიზნესი რეგულაციების დაწესებას აღარ ელოდება, ხოლო პარლამენტი შეზღუდვების შესაძლო დაწესების საკითხს ამ დრომდე განიხილავს.


სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარის ლევან ახვლედიანის განცხადებით, საპარლამენტო კომისია, რომელიც სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე მუშაობს თვეები არ შეკრებილა. მისი თქმით, სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვაზე საუბარი აღარ არის, თუმცა არასამთავრობოები ტოტალიზატორებს და სამორინეებში ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ითხოვენ.


ახვლედიანის თქმით, ამ დროისთვის ტოტალიზატორში 18 წელს ზემოთ და სამორინეებში 21 წლის ასაკის პირები დაიშვებიან, თუმცა, არასამთავრობოები ზღვარის 25 წლამდე გაზრდას ითხოვენ.


 

მისივე  განცხადებით შესაძლოა რეგულაციები აღარც დაწესდეს, რადგან თემამ აქტუალობა დაკარგა , თუმცა,  საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ტყემალაძეს განცხადებით, სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიმართულებით კომისია საერთაშორისო გამოცდილებას სწავლობს და გადაწყვეტილება პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი

 

 

 commersant.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2241
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია