საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთელი მხარდამჭერი ირწმუნება, რომ მას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/05/20 15:14:53

სოციალურ ქსელში გავრცელდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კახა ასკურავას განცხადება:

 

როგორც ამ წუთში მაცნობეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკათში მცხოვრებ ნინო მარშანიშვილს ქართული ოცნების კოორდინატორი, „ნაციონალური მოძრაობისმახარდაჭერის გამო, სოციალური დახმარების შეჩერებით დაემუქრა.

 

ეს დახმარება ქართულმა ოცნებამ“ დაგინიშნა და თუ მათ მხარდაჭერას გააგრძელებ, დახმარებას მოგხსნიანო - განცხადა პატივცემულმა კორდინატორმა“, წერს ასკურავა და იქვე დასძენს:

 

ნებისმიერი მსგავსი მუქარა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება, როგორც ჩვენს მხარდაჭერებზე მიზანმიმართული ზეწოლა, რომ არაფერი ვთქვათ, კანონის უხეშ დარღვევაზე, რადგან მსგავსი ტიპის დახმარების წყარო სახემწიფო ბიუჯეტია და არა ქართული ოცნების ფინსურ-პარტიული ყულაბა.

 

PSnews.ge ნინო მარშანიშვილს დაუკავშირდა.

 

– ინფორმაცია სიმართლეა, მართლაც დამემუქრნენ, – გვითხრა მარშანიშვილმა, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, დაესახელებინა, ვინ დაემუქრა, თავი შეიკავა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი ხელაძეს.

 

– აბსურდია ასეთი რამ, დეზინფორმაციაა. ვფიქრობ, ეს ქალბატონი აღნიშნულ სოფელში „ნაციონალების“ კანდიდატის მხარდამჭერია, რომელიც ასევე მარშანიშვილია და ამ გზით ცდილობს, მისთვის ხმების მოპოვებას, თუმცა ჩვენ აუცილებლად დავაზუსტებთ დეტალებს, – გვითხრა ხელაძემ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2029
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია