საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვეფხვთმბრდღვნელი – რა უკვირთ რუსებს ქართველების
2014/05/20 14:07:21

15 ყველაზე გასაოცარი ქართული ჩვევა და ტრადიცია

 

პოპულარულმა რუსულმა ვებ-გვერდმა http://www.vokrugsveta.ru/ ქართველების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. რუბრიკაში „ეს საოცარი ქართველები“ დარია ოსიპენკო საქართველოში გავრცელებულ ჩვევებსა და ტრადიციებზე ჰყვება.

 

რუსი ჟურნალისტის თვალით დანახული უცნაური ჩვევებისა და ტრადიციების ჩამონათვალი  ასე გამოიყურება:

 

–       გათხოვებისას გოგონები, როგორც წესი, უარს ამბობენ საკუთარ გვარზე და მეუღლის გვარს იღებენ.

 

–       ცალკე საცხოვრებლად მხოლოდ ოჯახის უფროსი ვაჟები გადადიან, უმცროსი ვაჟი რჩება სახლში, მშობლებთან, თუნდაც უფრო ადრე შექმნას საკუთარი ოჯახი. ტრადიციის მიხედვით, სწორედ უმცროსი ვაჟი ზრუნვას მშობლებზე და მას რჩება მემკვიდრეობით მშობლების სახლიც.

 

–       მანქანას ატარებენ მართვის მოწმობის გარეშე, თუკი „პრავა“  სახლში დარჩათ, მას ცვლის ID-ბარათი, პირადობის მოწმობა ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელზეც არის პირადი ინფორმაცია.

 

–       თავად იგონებენ მანქანის ნომრებს. მანქანის რეგისტრაციისას შეგიძლია, განაცხადში მიუთითო სასურველი ნომერი, მთავარია, იგი შედგებოდეს სამი ლათინური ასობგერისა და სამი ციფრისაგან. ქუჩებში შეგხვდებათ ავტომანქანები ასეთი ნომრებით: JUK - ახალ „ფოლკსვაგენ - ჟუკ“-ზე. ან BAX და OGO ძველ „მოსკვიჩზე“, ან „ვოლგაზე“.

 

 

–       თვლიან, რომ საჭმელი არაფერია, თუ მაგიდაზე არ დევს პური. სუფრასთან ჯდომას ქართულად „პურმარილი“ ჰქვია, რაც ნიშნავს – „პური და მარილი“. პირველად სუფრაზე სწორედ პურსა და მარილს დებენ.

 

–       სვამენ გარდაცვლილების სადღეგრძელოს. თვლიან, რომ ადამიანი ცოცხალია, თუ ის ახსოვთ.

 

–       თავზე აყრიან ერთმანეთს კანფეტებს, მართალია, მხოლოდ 1, 2 და 15 იანვარს (ახალი წლისა და შობის დღეებში). ამბობენ, რომ ამას შემოსავალი მოაქვს.

 

–        ფეხმძიმეები მიირთმევენ მხოლოდ იმ ქათამის ხორცს, რომელიც უკვე დიდია და წიწილად აღარ ითვლება, ოღონდ, რომელსაც კვერცხი ჯერ არ დაუდევს.

 

–       არ ერიდებიან ნივთების თილისმად ტარებას, ამბობენ, რომ ამას კარგი ამბები მოაქვს.

 

–       მამას ეძახიან „მამა“, დედას – „დედა“, ბაბუას – „პაპა“

 

–       საუკეთესო მეგობარს ეძახიან იგივე სიტყვას, რაც ადამიანის შიდა ორგანოს – „ჯიგარი“. ქართველების აზრით, უმეგობროდ ისე არ შეიძლება ცხოვრება, როგორც უღვიძლოდ და უგულოდ.

 

–       ქართველები ლაპარაკისას პერიოდულად მაღლა უწევენ ხმას. იმიტომ კი არა, რომ ჩხუბობენ, არამედ იმიტომ, რომ სიტყვებში არ არის მახვილები და მთავარ მარცვალს ამაღლებული ინტონაციით გამოყოფენ.

 

–       იციან სიტყვები, რომლებიც შედგება 11 ერთმანეთის მიმდევრობით მიყოლებული თანხმოვნისგან. მაგალითად: ვეფხვთმბრდღვნელი – რაც ქართულად ვეფხვების მკვლელს ნიშნავს.

 

 

–       ვერ იგებენ წესებს, რომელთაც აქვთ გამონაკლისები. ქართული ენა მარტივია – როგორც გესმის, ისე წერ. ყველა სიტყვა იწერება ჩვეულებრივი ასოთი, სახელებიც კი. მთავრული ასოები არ აქვთ, ისევე, როგორც არ აქვთ მამრობითი და მდედრობითი სქესის გამოხატულება ენაში. ესა თუ ის სქესი კონტექსტით განისაზღვრება.

 

–       თანამემამულეს გვარის მიხედვით ამოიცნობენ ხოლმე. მაგალითად, დასავლეთ და ცენტრალურ საქართველოში გვარები უმეტესწილად მთავრდება „ძე“-ზე, რაც ნიშნავს ვაჟიშვილს. აღმოსავლეთ საქართველოში გვარებს აქვთ დაბოლოება „შვილი“, რაც შინავს შვილს. აღმოსავლეთ მთიანეთიში გავრცელებული გვარები, რომლებიც  მთავრდება - „ური“ ან „ული“-ზე.

 

თარგმნა და მოამზადა ბაია ირემაძემ

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია